თარიღი
/   ავტორიSCSA

რა არის პენტესტინგი – შეღწევადობის ტესტირება

 რუბრიკა:  სისუსტეები

შეღწევადობის ტესტირება შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერი რაოდენობის აპლიკაციის სისტემის დარღვევის მცდელობას დაუცველობის გამოსავლენად

დღეს სულ უფრო და უფრო ხშირად შეიძლება წავაწყდეთ ტერმინს პენტესტინგი (ინგ. pentest, pentesting, penetration testing). შეღწევადობის ტესტი, არის სიმულირებული კიბერშეტევა ძირითადად ორგანიზაციის კომპიუტერულ სისტემაზე, რათა შემოწმდეს სისტემაში არსებული ექსპლუატირებული დაუცველობები ან მოწყვლადობები. ვებ აპლიკაციის უსაფრთხოების კონტექსტში, შეღწევადობის ტესტირება ჩვეულებრივ გამოიყენება ვებ აპლიკაციის სრული სტრუქტურის უსაფრთხოების შესამოწმებლად და მასში  პრობლემების გამოვლენისათვის.

შეღწევადობის ტესტირება შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერი რაოდენობის აპლიკაციის სისტემის დარღვევის მცდელობას (მაგ., აპლიკაციის პროტოკოლის ინტერფეისები (APIs), ფრონტენდის/ბექენდის სერვერები) დაუცველობის გამოსავლენად, როგორიცაა მაგალითად კოდის ინიექციები. შეღწევადობის ტესტის შედეგად მოწოდებული რეკომენდაციები და ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას ორგანიზაციის უსაფრთხოების პოლიტიკის დასაზუსტებლად/გასაუმჯობესებლად და აღმოჩენილი მოწყვლადობების შესწორებისთვის.

 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association