თარიღი
/   ავტორიSCSA

რამდენად უსაფრთხოა ოთხ და ექვსნიშნა პინ კოდები ?

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

ყველაზე გავრცელებული ოთხნიშნა პინ კოდები აღმოჩნდა 1234, 0000, 2580, 1111 და 5555

უსაფრთხოების მკვლევარები ფილიპ მარკერტი (Philipp Markert), დენიერ ვი ბეილი (Daniel V. Bailey), მაქსიმილიან გოლა (Maximilian Golla), მარკუს დიურმუტი (Markus Dürmuth) და ადა ჯი ავივი (Adam J. Aviv) თავისი კვლევის ფარგლებში შეისწავლეს მომხმარებლების მიერ პინ კოდების შერჩევის პრინციპები და ასევე როგორ შეიძლება მომხმარებლებისთვის უფრო უსაფრთხო პაროლების შერჩევის სწავლება. როგორც დადგინდა კვლევის ფარგლებში ექვსნიშნა პინ კოდების გამოყენება ოთხნიშნასთან შედარებით არც თუ ისე საგრძნობლად აძლიერებს მომხმარებლის უსაფრთხოებას.

ექსპერიმენტის ფარგლებში, Apple და Android – ის მომხმარებლებს შესთავაზეს ოთხნიშნა ან ექვსნიშნა პაროლების დაყენება თავის მოწყობილობებზე. ზოგი ერთ მომხმარებელს შეეძლო ნებისმიერი პინ კოდის დაყენება სურვილის მიხედვით, ხოლო მეორე ტიპის მომხმარებლები ვერ ირჩევდნენ პინ კოდებს ე.წ. შავი სიიდან. თუკი მომხმარებელი ცდილობდა არასანდო პინ კოდის შეყვანას, იგი ღებულობდა შესაბამის შეტყობინებას.

კვლევის ფარგლებში სპეციალისტების მიერ იყო გამოყენებული სხვა და სხვა შავი სიები, მათ შორის რამდენიმე ხნით ადრე სხვა კვლევის ფარგლებში ამოღებული Apple iPhone-დან შავი სია.

“მათემატიკური თვალსაზრისით ექვსნიშნა პინ კოდი ბევრად უფრო დაცული უნდა იყოს, რადგან ოთხნიშნა კოდში შესაძლებელია მხოლოდ 10 000 კომბინაცია, ხოლო ექვსნიშნაში – 1 000 000 კომბინაცია, მაგრამ მომხმარებლები ხშირ შემთხვევაში უპირატესობას მარტივ კომბინაციებს ანიჭებენ, ისეთებს, როგორიცაა 123456 და 654321 ” – აცხადებენ ექსპერტები.

კვლევის შედეგების გაზიარება დაგეგმილია კონფერენციაზე IEEE Symposium on Security & Privacy რომელიც დაგეგმილია სან ფრანცისკოში (აშშ) 2020 წლის მაისში.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association