თარიღი
/   ავტორიSCSA

რამდენს უხდიან ტოპ ჰაკერებს სისუსტეების პოვნაში

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

არსებობს ჰაკერების კატეგორია, რომლებისთვისაც ბაგების აღმოჩენა შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს, რაშიც საკმაოდ კარგ თანხას ღებულობენ.

ჰაკერის პროფესიას ბოლო წლების განმავლობაში შეემატა ახალი კატეგორიები, სისტემური სისუსტეების პოვნაში ორგანიზაციები თავად იხდიან თანხას. დღეისთვის ძალიან პოპულარული “bug bounty” პროგრამები, რომლების ფარგლებშიც რეგისტრირებულ ჰაკერებს შეუძლია სისტემური სისუსტეების გამოვლენა, რის სანაცვლოდაც ისინი ჯილდოს მიიღებენ.

შესაძლებელია თუ არა დიდი თანხების გამომუშავება სისუსტეების პოვნით ? 

ბევრისთვის მცირე სისტემური შეცდომების პოვნა არის უფრო გასართობი, ვიდრე მუშაობის სფერო. მაგრამ არსებობს ჰაკერების კატეგორია, რომლებისთვისაც ბაგების აღმოჩენა შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს, რაშიც საკმაოდ კარგ თანხას ღებულობენ. ჰაკერების მოტივაცია და უსაფრთხოების შეცდომების აღმოჩენაში თანხის გაცემა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. უფრო გახშირდა სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართვა “bug bounty” პროგრამებში, რაც აწყობს ორივე მხარეს: ორგანიზაციები ატარებენ უსაფრთხოების ტესტირებას და იხდიან თანხას მხოლოდ სისტემაში არსებული პრობლემების პოვნის შემთხვევაში, ხოლო ჰაკერებს აქვთ მუდმივი ანაზღაურებადი სამსახური.

ორგანიზაცია HackerOne, რომელიც ერთ-ერთი რეიტინგულია bug bounty პროგრამების ორგანიზებაში აქვეყნებს ინფორმაციას ჰაკერების მიერ გამომუშავებული თანხის შესახებ. დღეისთვის პროგრამების ფარგლებში რეგისტრირებულია 181 000 – ზე მეტი სისუსტე და გადახდილია 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ წელს ჰაკერებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიიღეს 44,75 მილიონი აშშ დოლარი, რაც 86% მეტია ვიდრე წინა წელს. ჯილდოების უმრავლესობა გაიცემა აშშ – ში ბაზირებული ორგანიზაციების მიერ.

 ტეგები:  bug bounty ,  ჯილდო ,  ჰაკერი

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association