თარიღი
/   ავტორიSCSA

როგორ ავაჩქაროთ Google Сhrome – ის მუშაობა

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

დისპეჩერში შესასვლელად, Chrome-ში აირჩიეთ „დამატებითი ინსტრუმენტები“ და შემდეგ დააჭირეთ ველს „დავალებების დისპეჩერი“.

ისევე, როგორც ოპერატიული სისტემების უმრავლესობაში, Google Chrome-ის ბრაუზერშიც არის ჩაშენებული რესურსების მონიტორი, რომელიც ყველა აქტიური პროცესის კონტროლის საშუალებას გვაძლევს.

დისპეჩერში შესასვლელად, Chrome-ში აირჩიეთ „დამატებითი ინსტრუმენტები“ და შემდეგ დააჭირეთ ველს „დავალებების დისპეჩერი“. Windows-ში მისი გახსნა ასევე შესაძლებელია Shift + Esc ღილაკების გამოყენებით.

შედეგად გამოჩნდება ყველა ამ მომენტისთვის გაშვებული ჩანართის, გაფართოების და პროცესის ჩამონათვალი, სადაც ნაჩვენები იქნება მათ მიერ გამოყენებული რესურსების მოცულობა. ამგვარად, თუ კომპიუტერი შეანელებს მუშაობას, შეძლებთ გაიგოთ თუ რომელი ჩანართი იყენებს მეტ რესურსს და შეძლებთ მის გათიშვას ღილაკით „პროცესის დასრულება“.

ამ გზით შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე პროცესის შეჩერება Shift ან Ctrl ღილაკების დაჭერით. ასევე შეგიძლიათ სტატისტიკის დამატებითი კატეგორიის გააქტიურება, მართვის ზედა პანელში მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association