თარიღი
/   ავტორიSCSA

როგორ დავბლოკოთ რეკლამები ბრაუზერში და დავაბნიოთ Google Ads-ის ალგორითმები

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები
Ads ,  Google

AdNauseam არის ბრაუზერის უფასო გაფართოება, რომელიც შექმნილია ბრაუზერის მონაცემების დასამალად და მომხმარებლების თვალთვალისგან დასაცავად.

ყველასთვის ცნობილია თუ რა გაღიზიანებას იწვევს Google Ads-ის რეკლამები. დღევანდელი პოსტის გმირის სათაური ზუსტად გამოხატავს გრძნობას. ლათინური გამოთქმა Ad Nauseam ითარგმნება როგორც “გულისრევამდე” და ნიშნავს იმას, რაც ძალიან დიდხანს გრძელდება და უკვე ყველას გაღიზიანებას იწვევს. AdNauseam გაფართოება ებრძვის ამ შემაწუხებელ რეკლამებს.

AdNauseam არის ბრაუზერის უფასო გაფართოება, რომელიც შექმნილია ბრაუზერის მონაცემების დასამალად და მომხმარებლების თვალთვალისგან დასაცავად. გაფართოება არა მხოლოდ ბლოკავს მომაბეზრებელ ბანერულ რეკლამებს, არამედ ზრუნავს თქვენს კონფიდენციალურობაზე Google Ads ალგორითმების დაბნევით. თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ ბმული ოფიციალური ვებსაიტიდან ინსტრუქციის მიხედვით, რადგან Google-მა დაბლოკა გაფართოება თავის Chrome ვებ მაღაზიაში (როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ის რეალურად მუშაობს).

უნდა ჩამოტვირთოთ zip ფაილი, გახსენათ იგი და ატვირთოთ დეველოპერის რეჟიმში. შემდეგ უნდა დააწკაპუნოთ AdNauseam პარამეტრების აუცილებელ გადამრთველზე და გაუშვით გაფართოება. ხელმისაწვდომია Chrome-ისთვის, Firefox-ისთვის, Opera-სთვის.

 ტეგები:  Ads ,  Google

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association