თარიღი
/   ავტორიSCSA

როგორ დავიცვათ თავი IPlogger-ისგან ?

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

გასათვალისწინებელია, რომ შეტანილი ცვლილებების შემდეგ, უბრალო ბრაუზერიდან ვერ შევძლებთ საკუთარი ბმულების შექმნას IPlogger სერვისის გამოყენებით.

ინტერნეტ სივრცეში არსებობს უამრავი მასალა ადამიანის IP მისამართის დადგენის თემაზე. არსებობს სხვადასხვა მეთოდები, დაწყებული სოციალური ინჟინერიის მიდგომით, დამთავრებული ელ-ფოსტაზე გამოგზავნილი წერილითა და ინტერნეტში არსებული საიტებით. ძირითად შემთხვევაში, ასეთი ტიპის ინფორმაციის მიღების მეთოდებში გამოიყენება IP მისამართების დადგენის სერვისები, ისეთები როგორიცაა IPlogger.

იმისათვის, რომ არ მოხდეს ჩვენი IP მისამართის გაჟონვა, Windows ოპერაციულ სისტემაზე საჭიროა:

1.  გადასვლა “C:\windows\system32\drivers\etc\hosts” დირექტორიაში

2.  ფაილში შემდეგი სტრიქონების ჩამატება:

127.0.0.1    iplogger.org

127.0.0.1    2no.co

127.0.0.1    iplogger.com

127.0.0.1    iplogger.ru

127.0.0.1    yip.su

127.0.0.1    iplogger.co

127.0.0.1    iplogger.info

127.0.0.1    ipgrabber.ru

127.0.0.1    iplis.ru

127.0.0.1    02ip.ru

127.0.0.1    ezstat.ru

Mac OS და Linux ოპერაციული სისტემების შემთხვევაში დაგჭირდებათ ტერმინალში შეიყვანოთ sudo nano etc/hosts ბრძანება, რის შემდეგაც შეიტანოთ შესაბამისი ცვლილებები (მეორე პუნქტში მოყვანილი სტრიქონები) ფაილში nano რედაქტორის მეშვეობით და შეინახოთ მიღებული შედეგი.

ამის შემდეგ, IPlogger-ის სერვერთან დაკავშირება ვერ განხორციელდება. ანალოგიური მეთოდი შეიძლება იყოს გამოყენებული ინფორმაციის დადგენის ბმულებზე ელ-ფოსტის წერილებში. გასათვალისწინებელია, რომ შეტანილი ცვლილებების შემდეგ, უბრალო ბრაუზერიდან ვერ შევძლებთ საკუთარი ბმულების შექმნას IPlogger სერვისის გამოყენებით. ამისთვის დაგვჭირდება Tor ბრაუზერი.

 

 ტეგები:  hosts ,  ip ,  iplogger ,  დაცვა

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association