თარიღი
/   ავტორიSCSA

Samsung-მა გაურკვეველი შეტყობინებით მომხმარებლები შეაშინა

 რუბრიკა:  სმარტფონები

Find My Mobile სერვისის მომხმარებლებმა იფიქრეს, რომ მათზე ხორციელდება მონიტორინგი

20 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში Samsung-ის სმარტფონების მომხმარებლებს მიუვიდათ საეჭვო შეტყობინება სერვისიდან Find My Mobile. შეტყობინებაში ეწერა მხოლოდ “1” და მეტი არაფერი. მისი გახსნის მცდელობისას არაფერი ხდებოდა და Find My Mobile სერვისის მომხმარებლებმა იფიქრეს, რომ მათზე ხორციელდება მონიტორინგი.

მივიღე შეტყობინება Find My Mobile-სგან, და ვიფიქრე, რომ ჩემზე ხორციელდება თვალთვალი, მაგრამ შემდგომ დავადგინე, რომ ასეთი ტიპის შეტყობინება მიუვიდა ძალიან ბევრ მომხმარებელს –  წერს Samsung-ის ერთ-ერთი მომხმარებელი თავის Twitter პროფილში. როგორც ჩანს, შეტყობინება მიუვიდა სმარტფონების ახალი თაობების მფლობელებს, მათ შორის ფლაგმანის Galaxy S, და ახალი Z-Flip.

როგორც აცხადებს თვითონ Samsung-ი, შეტყობინებები იყო გაგზავნილი შეცდომით. ამ ეტაპისთვის ხორციელდება Find My Mobile სერვისის ახალი ფუნქციების ტესტირება და ინტეგრაცია, რითიც იყო გამოწვეული შემთხვევით გაპარული შეტყობინება

 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association