თარიღი
/   ავტორიSCSA

SCSA კურსდამთავრებულის კიდევ ერთი წარმატების ისტორია

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

დღეს გვინდა გაგიზიაროთ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის კიდევ ერთი სტუდენტის წარმატების ისტორია. ირაკლი გუგუნაშვილს SCSA – ში წარმატებით აქვს დამთავრებული Python დაპროგრამების, ალგორითმების და ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების კურსები. ირაკლიმ სულ ცოტა ხნის წინ, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის რეკომენდაციით და ხელშეწყობით დაიწყო სამსახური გარემოს ეროვნული სააგენტოში მონაცემთა ანალიტიკოსის და Python დეველოპერის პოზიციაზე.

ამის თაობაზე სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციაში დავუსვით რამდენიმე კითხვა:

რა შედის თქვენს სამსახურეობრივ მოვალეობებში ? 

– უფროსი სპეციალისტების ხელმძღვანელობით მანქანური სწავლების მოდელების შემუშავება და ადრეული გაფრთხილების სისტემებში მანქანური სწავლების პროცედურების დანერგვა.

რა როლი ითამაშა სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციაში განვლილმა კურსებმა თქვენს კარიერაზე ?

– კურსები დამეხმარა გამესახღვრა თუ რა მიმართულებით გამეგრძელებინა პროფესიული განვითარება, შევიძინე კარგი საფუძველი Data science მიმართულებით და გავიცანი ხალხი ვისთან ერთადაც ვაგრძელებ პროფესიულ საქმიანობას.

რატომ გახდა ეს სფერო თქვენთვის საინტერესო?

– ყოველთვის მომწონდა გამოყენებითი მათემატიკა და data science-ში საშუალება მომეცა ჩემი ინტერესი პრაქტიკულად გამომეყენებინა. ასევე ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მანქანურმა სწავლებამ თეორიიდან პრაქტიკაში გადმოინაცვლა. დღესდღეობით ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ამ მიმართულებით და მოხარული ვარ რომ ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღების საშუალება მაქვს.

რა არის თქვენი შემდომი პროფესიული გეგმები?

– ამ ეტაპზე ძალიან გამიტაცა მონაცემთა ანალიზის პროცესმა და მანქანური სწავლების მოდელების აწყობამ და მსურს ამ მიმართულებით გავაგრძელო პროფესიული კარიერა, ასევე დავინტერესდი Deep learning და მონაცემთა ვიზუალიზაციის ამოცანებით და მომავალში ვეცდები ამ კუთხითაც შევიძინო გამოცდილება.

 

ჩვენი მხრიდან, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის მთელი გუნდის სახელით გვინდა კიდევ ერთხელ მივულოცოთ ირაკლის ეს წარმატება და ვუსურვოთ პროფესიული განვითარება და წინსვლა!

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association