თარიღი
/   ავტორიSCSA

SCSA -ს გუნდის მორიგი გამარჯვება და საგრანტო პროექტი

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

გრანტის მიზანია 5G ქსელში არსებული კიბერ საფრთხეების, სისუსტეების შესწავლა და უსაფრთხოების ფუნქციების შემუშავება.

რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული დოქტორანტების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების სია. სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ტრენერმა და კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტმა გიორგი ახალაიამ მიიღო გრანტი კვლევისთვის 5G ქსელის უსაფრთხოების მიმართულებით.

გრანტის მიზანია 5G ქსელში არსებული კიბერ საფრთხეების, სისუსტეების შესწავლა და უსაფრთხოების ფუნქციების შემუშავება. პროექტის ფარგლებში აიწყობა მიკრო 5G ლაბი სადაც მოხდება სხვადასხვა სიმულაციების, კიბერ შეტევების განხორცილება და ახალი ალგორითმების ტესტირება. კვლევისას მიღებული შედეგების განხილვა მოხდება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე. პროექტი ხორციელდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, სადაც გიორგი ახალაია იცავს სადოქტორო დისერტაციას. პროექტის ხელმძღვანელი არის პროფესორ მაქსიმ იავიჩი. პროქტს ასევე გააჩნია საერთაშორისო მრჩეველი, პროფესორი სერგეი გნატიუკის სახით.

პროექტი “5G ქსელის უსაფრთხოება” დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

 ტეგები:  5G ,  grant ,  phd ,  გრანტი

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association