თარიღი
/   ავტორიSCSA

სმარტფონის მიკროფონის ბლოკირება

 რუბრიკა:  სმარტფონები

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დღეისთვის გვაქვს უამრავი სმარტფონის აპლიკაცია სხვადასხვა მიზნებისთვის. რთული წარმოსადგენია რამე სფერო რომელზეც არაა შექმნილი სპეციალური აპლიკაცია დაწყებული უბრალო ფანრით დამთავრებულია რთული სანავიგაციო ან სოციალური სისტემებით. აპლიკაციების განსხვავებული ფუნქციონალიდან გამომდინარე საჭიროა სმარტფონის გარკვეული აპარატული რესურსიც, ისეთი როგორიცაა კამერა ან ჩაშენებული მიკროფონი.

ამა თუ იმ აპლიკაციის დაყენებისას, სისტემაში ვხედავთ სპეციალურ შეტყობინებას პროგრამის მიერ გამოყენებული რესურსების შესახებ, იქნება ეს კამერა, მიკროფონი ან მაგალითად თქვენი კონტაქტების წიგნაკზე წვდომა. ინტერნეტში ხშირად შევხვდებით სტატიებს იმის თაობაზე, რომ ზოგი აპლიკაცია იყენებს სმარტფონის მიკროფონსა ან კამერას იმ დროსაც როცა არ არის საჭირო ან საერთოდ როდესაც აღნიშნული აპლიკაცია გათიშულია.

თუკი არ გსურთ, რომ თქვენი სმარტფონის მიკროფონი იყოს აქტიური ე.წ. ლოდინის რეჟიმში, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური პროგრამები, როგორიცაა მაგალითად Microphone Blocker. აპლიკაციას გააჩნია პარამეტრები სადაც შეგვიძლია მივუთითოთ ის აპლიკაციები, რომლებსაც ვაძლევთ წვდომას მიკროფონთან და როდის. მაგალითად მხოლოდ ზარების განხორციელების დროს.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association