თარიღი
/   ავტორიSCSA

Starlink მომხმარებლებს premium ინტერნეტ პაკეტს სთავაზობს

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

ბეტა ტესტერებმა არაერთხელ დაადგინეს, რომ ზოგ შემთხვევაში ინტერნეტ კავშირი ნელდება ან/და საერთოდ წყდება.

სატელიტური ინტერნეტ სერვისი SpaceX მომხმარებლებს ახალ ინტერნეტ პაკეტს სთავაზობს. Premium პაკეტში გათვალისწინებულია მაღალი სიჩქარის მქონე ინტერნეტი 150 – 500 mbps დიაპაზონში 20-დან 40 მილიწამამდე შეყოვნებით. პრემიუმ ინტერნეტ პაკეტის ფასი შეადგენს $500 თვეში. Starlink-ის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით პრემიუმ პაკეტი განკუთვნილია „მცირე ოფისებისთვის, მაღაზიების ვიტრინებისთვის და სუპერმომხმარებლებისთვის მთელს მსოფლიოში“. სიჩქარის გაუმჯობესების გარდა, Starlink ასევე გვპირდება, რომ პრემიუმ სერვისი უკეთესად იმუშავებს “ექსტრემალურ ამინდში” და რომ მის მომხმარებლებს ექნებათ პრიორიტეტული წვდომა 24/7 რეჟიმში.

ამ ეტაპისთვის საკითხავია, შეუძლია თუ არა პრემიუმ პაკეტს უფრო სტაბილური სერვისის შეთავაზება, ვიდრე ამჟამინდელი. ბეტა ტესტერებმა არაერთხელ დაადგინეს, რომ ზოგ შემთხვევაში ინტერნეტ კავშირი ნელდება ან/და საერთოდ წყდება. ამრიგად, ისეთი სერვისების გამოყენება, როგორიცაა Zoom, ან ონლაინ თამაშები, შეუძლებელია ასეთი ინტერნეტ სერვისით. მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთიდან და კანადიდან, ჩიოდნენ, რომ რეგულარულად კარგავდნენ წვდომას ტერმინალებზე. Starlink-ს ამჟამად დაახლოებით 145000 მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს 25 ქვეყანაში.

 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association