თარიღი
/   ავტორიSCSA

სუპერკომპიუტერების გლობალური მობილიზაცია COVID-19 – ის წინააღმდეგ

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

ერთ-ერთი პირველი სისტემა გლობალური ბრძოლის ველზე აღმოჩნდა მსოფლიოში შეფასებული ყველაზე ძლიერი კომპიუტერი  Summit.

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარებიდან გამომდინარე როგორც ბევრი სხვა დარგი, დღეისთვის ტექნოლოგიების სამყარო განიცდის სერიოზულ ზარალს. მასობრივად უქმდება დარგის ძირითადი მამოძრავებლები და ინოვაციური საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული ღონისძიებები.  ორგანიზაციების უმრავლესობა გადასულია პასიურ ან საუკეთესო შემთხვევაში დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. შექმნილი ვითარების გამო ასეთი გიგანტები, როგორიცაა მაგალითად კორპორაცია Google დროებით აჩერებენ თავისი პროდუქტების განვითარებას. ყოველდღე მატულობს ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც აქტიურად ერთვებიან ვირუსის დიაგნოსტიკისა და წინააღმდეგ ზომების შემუშავების შექმნაზე.

ლოგიკურია რომ დღევანდელი მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დიდი ყურადღება ექცევა მაღალ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და აქცენტი კეთდება სუპერკომპიუტერების სიმძლავრის გამოყენებაზე გლობალური პრობლემის მოგვარებისთვის. დღეისთვის სუპერკომპიუტერების შესაძლებლობები აქტიურად გამოიყენება ანტივირუსული პროგრამების შემუშავებაში. ერთ-ერთი პირველი სისტემა გლობალური ბრძოლის ველზე აღმოჩნდა მსოფლიოში შეფასებული ყველაზე ძლიერი კომპიუტერი  Summit. ORNL (Ridge National Laboratory ) ლაბორატორიაში დადგინდა რომ სუპერკომპიუტერ Summit -ს აქვს ვირუსის შეჩერების პოტენციალი. მაგრამ იმის დასადგენად თუ როგორ ურთიერთქმედებაში იქნება პროცესორი და ვირუსული შემადგენლები შეიძლება დაიხარჯოს საკმაოდ ბევრი დრო.

ანტივირუსული რესურსების შექმნაში აგრეთვე არიან ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციები. ამა წლის იანვარში ევროპული კომისიის მიერ იყო გამოცხადებული €10 მილიონიანი პროექტი COVID-19 – თან ბრძოლისათვის ხელსაწყოების და მეთოდების შესამუშავებლად. მოგვიანებით იმავე დღეს ბიუჯეტს დაემატა კიდევ €37.5 მილიონი. ამ თანხებიდან €3 მილიონი იყო გამოყოფილი პროგრამაზე Exscalate4CoV (E4C) იტალიისთვის, როგორც ვირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებული ქვეყნისთვის.

აგრეთვე იყო მიღებული ნორმები არსებული სუპერკომპიუტერების სიმძლავრის გამოყენება ანტივირუსული ღონისძიებების ჩატარებაში, ისეთების, როგორიცაა მაგალითად ვირტუალური სკრინინგი. პროგნოზის მიხედვით მაღალი სიმძლავრის და გამოთვლის სიჩქარის მქონე მანქანების აქტუალობა ითამაშებს ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს კორონავირუსთან ბრძოლისთვის ახალი მეთოდების შემუშავებაში.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association