თარიღი
/   ავტორიSCSA

Ticketmaster-ის მომხმარებელთა მონაცემთა ბაზა გატყდა

 რუბრიკა:  თავდასხმები

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაკერთა დაჯგუფება ShinyHunters-მა პასუხისმგებლობა აიღო 2024 წლის მაისში ბილეთების გაყიდვის სისტემა – Ticketmaster-ზე განხორციელებულ თავდასხმაზე. Ticketmaster წარმოადგენს ბილეთების გაყიდვის ყველაზე დიდ ციფრულ პლატფორმას. თავდამსხმელების მიერ Dark Web-ში გავრცელებული განცხადების თანახმად, თავდასხმის შედეგად გატანილია ვებ-გვერდის 560 მილიონამდე მომხმარებლის მონაცემი, მათ შორის: სახელი, მისამართი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, ბილეთების, ღონისძიების და საბანკო ბარათების შესახებ ინფორმაცია (გამოყენებული ბარათის ბოლო 4 ციფრი, ვადა), ასევე „მომხმარებლის თაღლითობის შესახებ ინფორმაცია“. თავდამსხმელებმა 1.3 ტერაბაიტის ზომის ბაზა 28 მაისს დადეს გადაყიდად.

ბრალდებას იძიებენ სხვადასხვა სამართალდამცავი უწყებები, მათ შორის FBI და ავსტრალიის კიბერ უსაფრთხოების ეროვნული ოფისი.

თქვენი მონაცემების დასაცავად აუცილებლად:

  • შეამოწმეთ Ticketmaster-ის ანგარიში, შეცვალეთ პაროლები;
  • განაახლეთ ყველა აპლიკაცია, სადაც ანგარიში გაქვთ მიბმული;
  • აკონტროლეთ თქვენს ბარათზე საეჭვო ტრანზაქციები და ეჭვის შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ბანკს, სამართალდამცავ უწყებებს და დაბლოკეთ თქვენი ანგარიში;
  • გადაამოწმეთ ელ. ფოსტით ან ტელეფონზე მოსული ყველა საეჭვო შეტყობინება.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association