თარიღი
/   ავტორიSCSA

TikTok– ი ფარულად აგროვებდა მომხმარებლის ბიომეტრიას და აგზავნიდა ჩინეთში

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

TikTok- ის მიერ შეგროვებული ბიომეტრია გამოყენებული იქნა მომხმარებლის პროფილირებისთვის ტარგეტინგის და რეკლამის მიზნით.

ილინოისის შტატის იურიდიული გამოძიების ფარგლებში, ბოროტების კორპორაცია TikTok-ი დათანხმდა 92 მილიონი აშშ დოლარის გადახდაზე კონფიდენციალურობის კანონის დარღვევისთვის. TikTok–ი იყენებდა პროგრამულ უზრუნველყოფას პერსონალურ ვიდეოებში სახეების ამოსაცნობად, ასევე ალგორითმებს ასაკის, სქესის და ეთნიკური ნიშნის დასადგენად.

TikTok- ის მიერ შეგროვებული ბიომეტრია გამოყენებული იქნა მომხმარებლის პროფილირებისთვის ტარგეტინგის და რეკლამის მიზნით. გარდა ამისა ბიომეტრიული მონაცემები გაიგზავნა ჩინეთში. თვითონ ბოროტების კორპორაცია დანაშაულს არ აღიარებს, მაგრამ სასამართლო პროცესის გამართვაზე უარი განაცხადა, მრავალმილიონიანი ჯარიმის სანაცვლოდ. საქმე ილინოისში განიხილეს, სადაც ბიომეტრიკის გამოყენებასთან დაკავშირებით მკაცრი კანონები მოქმედებს.

ციფრული კონფიდენციალურობის ექსპერტმა რეი ვოლშმა კომენტარი გააკეთა: “ის ფაქტი, რომ TikTok– მა ამ დიდი თანხის გადახდა არჩია, იმაზე მეტყველებს, რომ მან იცის რომ ვერ მოიგებს სასამართლო პროცესს. TikTok– ის ბრალი აშკარაა.”

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association