თარიღი
/   ავტორიSCSA

WhatsApp – ის სისუსტის მეშვეობით შესაძლებელია სხვის ჯგუფურ ჩათებთან დაკავშირება

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

ფუნქცია WhatsApp-ში ჯგუფური ჩათების Google-ში ინდექსაციის საშუალებას იძლევა, რაც ამ ჩათებს აჩენს ღია ქსელში 

საძიებო სისტემა Google-ში ინდექსირდება პოპულარული მესენჯერის WhatsApp-ის ჯგუფური ჩათები, მათ შორის ბმულები დახურულ ჩათებზე. შესაბამისად ეს ჩათები ხდება თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის.

პრობლემას მიაქცია ყურადღება ჟურნალისტმა Jordan Wildon – მა, რომელმაც ამის შესახებ გამოაქვეყნა ჩანაწერის საკუთარ Twitter-ზე.  ჟურნალისტმა შეამჩნია, რომ ფუნქცია Invite to Group link – რაც ჯგუფში მოსაწვევი ბმულის გაზიარებას ითვალისწინებს ხდის ჯგუფურ ჩათს ხელმისაწვდომს WhatsApp-ის დაცული ქსელის მიღმა, საიდანაც ხდება საძიებო სისტემის მიერ ამ უკანასკნელის ინდექსაცია.

საკუთარი გამოძიების ფარგლებში, ჟურნალისტებმა Motherboard – დან შეძლეს სპეციალური საკვანძო სიტყვების და ძიების მოთხოვნების მეშვეობით დახურული ჯგუფების პოვნა. კონკრეტულად კი ჟურნალისტებმა მიიღოს წვდომა ჯგუფურ ჩათზე, რომელიც იყო განკუთვნილი United Nations – ის არაკომერციული პარტნიორებისთვის.  შედეგად Motehrboard – ის თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია ჯგუფური ჩათის წევრების შესახებ, ისეთი, როგორიცაა სახელები და სატელეფონო ნომრები.

Facebook / WhatsApp – ის წარმომადგენლის, Alison Bonny – ის მიერ იყო გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ პოპულარული მესენჯერის ჯგუფური ჩათების ბმულები შესაძლებელია გახდეს ხელმისაწვდომი WhatsApp-ის ყველა მომხმარებლისთვის. ეს მექანიზმი მუშაობს ნებისმიერი სოც. ქსელში ინფორმაციის გავრცელების ანალოგიურად – თუ ეს ინფორმაცია განთავსდა ღია წვდომაში, იგი იქნება ხილვადი ასევე საძიებო სისტემებისთვისაც.

“მომხმარებლების მიერ დახურული ჯგუფური ჩათების ბმულები არ უნდა ქვეყნდებოდეს ღია წყაროებში” – აცხადებს Alison Bonny

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association