თარიღი
/   ავტორიSCSA

WhatsApp-ში დამატებულია უსაფრთხოების ახალი ფუნქცია

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

ახალი უსაფრთხოების ფუნქცია იყო შემჩნეული პოპულარული მესენჯერის WhatsApp 2.20.66 ვერსიაში

WhatsApp მესენჯერის შემქნელები აპლიკაციის ახალ ვერსიებში დამატებითი უსაფრთხოების ფუნქციის დამატებას აპირებენ. უსაფრთხოების ახალი ფუნქცია სახელად Protect Backup იყო შემჩნეული პოპულარული მესენჯერის WhatsApp 2.20.66 ვერსიაში. ზემო აღნიშნული ფუნქცია მომხმარებელს სთავაზობს აღდგენითი კოპიოების პაროლით დაცვას. ეს იქნება შესაძლებელი Google Drive-ზე, აცხადებს რესურსი WABetaInfo.

ახალი უსაფრთხოების ფუნქცია აქტიურდება აპლიკაციის პარამეტრებიდან აღდგენითი კოპიოების განყოფილებაში და მისი მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებლის მონაცემების დაცვა შესაბამისი პაროლის დაყენებით. ამგვარად არც WhatsApp და არც Google ვერ მიიღებენ წვდომას ე.წ. ბეკაპებში არსებულ მომხმარებლების მონაცემებთან. ამ ეტაპისთვის ახალი ფუნქცია არის ტესტირების სტადიაში, შესაბამისად მასში შესაძლებელია გამოშვებამდე პროდუქტში მწარმოებლების მიერ იყოს შეტანილი მრავალი ცვლილება.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association