თარიღი
/   ავტორიSCSA

Windows 7 – სთვის ნაპოვნია უფასო განახლებების გაგრძელების მეთოდი

 რუბრიკა:  სისუსტეები

შექმნილია ინსტრუმენტი, რომელიც გვერდს უვლის გასაღების შემოწმების მექანიზმს და  სატესტო განახლებების დაყენების საშუალებას იძლევა.

My Digital Life ტექნიკური მხარდაჭერის ფორუმის საზოგადოებამ წარადგინა კომპანია Microsoft – ით უსაფრთხოების განახლებებზე დაწესებული შეზღუდვების არიდების გზა Windows 7 ყველა სისტემაზე.

წინა თვეში Microsoft-მა გამოუშვა სატესტო განახლება ESU (KB4528069) Windows 7 – ზე, იმის შესამოწმებლად, თავსებადია თუ არა ეს სისტემები განახლებების გამოშვების პროგრამასთან. განახლების დაყენების დროს აუცილებელია ლიცენზიის გასაღების შეყვანა, რაც  იძლევა ნებართვას სამომავლო ESU განახლებებისთვის.

My Digital Life ფორუმის მომხმარებლებმა შექმნეს ინსტრუმენტი სახელად BypassESU, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ESU ლიცენზიის გასაღების შემოწმების მექანიზმის არიდება და სატესტო განახლების დაყენება.

Windows 7 ESU (Extended Security Updates) სერვისი არის Microsoft – ის ფასიანი მომსახურება, რომელიც განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც კვლავ Windows – ის მეშვიდე ვერსიას იყენებენ. შეგახსენებთ, რომ კომპანია აპირებს ოპერაციული სისტემის ამ ვერსიის მხარდაჭერის შეჩერებას 2020 წლის 14 იანვარს, ხოლო Windows 7 ESU პროგრამის მონაწილეებისთვის, მხარდაჭერა გაგრძელდება 2023 წლამდე, ფასიანი სერვისის ფარგლებში.

 ტეგები:  Bypass ,  ESU ,  Microsoft Windows 7 ,  განახლება

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association