თარიღი
/   ავტორიSCSA

Windows-ის ბლოკირება როცა მფლობელი არ არის მოწყობილობასთან

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

მუშაობის მექანიზმი არის საკმაოდ მარტივი – თუკი თქვენ იმყოფებით Bluetooth – ის ფუნქიონირების დიაპაზონში, მოწყობილობა არ დაიბლოკება

Windows 10-ში რეალიზებულია ერთი საკმაოდ საინტერესო ფუნქცია – დინამიური ბლოკირება (Dynamic lock). ამ ფუნქციის საშუალებით Windows – ზე მომუშავე მოწყობილობა შეიძლება იყოს დაბლოკილი როცა მისი მფლობელი არ იმყოფება კომპიუტერთან ფიზიკურ სიახლოვეში. ამის იდენტიფიცირება ხდება ნებისმიერი ჭკვიანი მოწყობილობის მეშვეობით (აუცილებელია მოწყობილობას გააჩნდეს Bluetooth).

მუშაობის მექანიზმი არის საკმაოდ მარტივი – თუკი თქვენ იმყოფებით Bluetooth – ის ფუნქიონირების დიაპაზონში, მოწყობილობა არ დაიბლოკება, ხოლო როდესაც სიგნალი დაიკარგება – Windows -ზე მომუშავე სისტემას ავტომატურად დაედება ბლოკი.

ამ ფუნქციის ჩართვა Windows – ზე ხდება პირადი კაბინეტის პარამეტრებიდან – დინამიური ბლოკირების გააქტიურებით. Sign-in options >> Dynamic Lock. უფრო კომფორტული გამოყენებისთვის, შესაძლებელია დაყენდეს 1 წუთიანი ტაიმერი, რის გასვლის შემდეგაც თუ მოწყობილობა არ დაბრუნდება Bluetooth მოქმედების ზონაში, სისტემა ავტომატურად დაიბლოკება.

 ტეგები:  bluetooth ,  smart lock ,  Windows

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association