თარიღი
/   ავტორიSCSA

5 პროგრამა თქვენი Windows 10 პროგრამული პაკეტის განახლებისთვის

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

სისტემის ზოგიერთი ფუნქცია იმდენად მარტივი და აშკარაა, რომ მათი არარსებობა ან ნაწილობრივი რეალიზება დამაფიქრებელია. წარმოგიდგენთ რამდენიმე პროგრამას, რომლებიც ავსებენ სტანდარტულ Windows ფუნქციებს და ურთიერთქმედებას უფრო მოსახერხებელსა და სასიამოვნოს ხდიან.

Unchecky (https://unchecky.com/ ) – პროგრამების ინსტალაციისას ავტომატურად აუქმებს დამატებითი და ფარული სერვისების გაშვების ნებართვებს.

TeraCopy (https://www.codesector.com/teracopy ) – ცვლის ფაილების კოპირების სტანდარტულ ფანჯარას, გაცილებით მეტ ინფორმაციას გვაწვდის ამ პროცესის შესახებ დამატებითი ფუნქციონალის გამოყენებით.

Moo0 System Monitor (https://rus.moo0.com/?top=https://rus.moo0.com/software/SystemMonitor/)- პატარა და მსუბუქი ვიჯეტი დესკტოპისთვის, რომელიც სრულ ინფორმაციას იძლევა აბსოლუტურად ყველა მიმდინარე პროცესისა და კომპიუტერის მდგომარეობის შესახებ რეალურ დროში.

Fences (https://www.stardock.com/products/fences/ ) – საშუალებას გვაძლევს სწრაფად და მარტივად დაალაგოთ და დააჯგუფოთ ფაილები, საქაღალდეები და დესკტოპის მალსახმობები მოსახერხებელ ცხრილებში, რომელთაც საკმაოდ მოქნილი პარამეტრები გააჩნიათ.

Light Bulb (https://www.softpedia.com/get/Desktop-Enhanctions/Other-Desktop-Enhanctions/LightBulb.shtml ) – ავტომატურად ცვლის ეკრანის სიკაშკაშესა და შეფერილობას, დღის მონაკვეთის მიხედვით.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association