2020 წელს Zoom პლატფორმის წინააღმდეგ იყო შეტანილი ჯამში 14 სარჩელი, რომლების უმეტესობაც არ იყო დაკმაყოფილებული. სასამართლომ დაადასტურა მხოლოდ ორი მათგანი.
პოპულარული საკომუნიკაციო პლატფორმა Zoom – მა უნდა გადაიხადოს 85 მილიონი ამერიკული დოლარი მომხმარებლების ინფორმაციის Facebook და Google სერვისებზე გადაცემისთვის. ამასთან ერთად პლატფორმის მიმართ არსებობს პრეტენზიები ე.წ. end-to-end შიფრაციის გამოყენების შესახებ, Zoom არწმუნებდა მომხმარებლებს იმაში, რომ კომუნიკაცია პლატფორმაზე ხორციელდება დაშიფრულად, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა.
კალიფორნიის სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, Zoom – მა უნდა გადაუხადოს $ 15 და $25 უფასო და პრემიუმ პაკეტის მომხმარებლებს შესაბამისად.
2020 წელს Zoom პლატფორმის წინააღმდეგ იყო შეტანილი ჯამში 14 სარჩელი, რომლების უმეტესობაც არ იყო დაკმაყოფილებული. სასამართლომ დაადასტურა მხოლოდ ორი მათგანი:
- პირველი: Zoom – ი ავრცელებდა მომხმარებლების ინფორმაციას, მათი ცოდნის გარეშე Facebook და Google სერვისებზე;
- მეორე: Zoom – მა შეიყვანა შეცდომაში თავისი მომხმარებლები მათი უსაფრთხოების ნორმების შესახებ და შედეგად მოყჰვა მრავალი კონფერენს კომუნიკაციის “დაზომბვა” ინტერნეტ ტროლების მიერ;