კიბერდიპლომატია და გლობალური უსაფრთხოება

შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორი:

ვლადიმერ სვანაძე – საჯარო მმართველობის დოქტორი; კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი; საქართველოს ეროვნული კიბერ უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთი თანაავტორი; SCSA-ს ვიცე-პრეზიდენტი.

სასწავლო კურსის ანოტაცია:

კურსი მსმენელებს მისცეს სიღრმისეულ ცოდნას ციფრულ ეპოქაში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეროვნული უსაფრთხოების ტრანსფორმაციის შესახებ. კურსი მოიცავს კიბერსივრცეში სახელმწიფოების ქცევის წესებს, საერთაშორისო სამართლის გამოყენებას, გლობალური ინტერნეტ მმართველობის მოდელებს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის დიპლომატიურ მექანიზმებსა და კიბერკრიზისების მართვას.

კურსის ფარგლებში განიხილება წაყვანი ქვეყნებისა და საერთაშორისო თუ რეგიონალური ორგანიზაციების კიბერუსაფრთხოების სტარტეგიები, პოლიტიკები და მათი შესაძლებლობები. აგრეთვე, საუბარი იქნება კიბერსაფრთხეების წარმოქმნაზე, კიბერუსაფრთხოების სახეობებსა და ქვესახეობებზე, კიბერუსაფრთხოების შეფასების ინდექსებსა და საქართველოს კიბერშესაძლებლობებზე.

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?

საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიის, ეროვნული უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პოლიტიკის სპეციალისტებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის და ზოგადად დაინტერესებული პირებისთვის

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • გაიაზროთ გაეროს, ნატოსა და ევროკავშირის ჩარჩოები კიბერუსაფრთხოების მიმართულებით;
  • გამოიყენოთ საერთაშორისო სამართლის პრინციპები (მათ შორის Tallinn Manual) კიბერინციდენტების შეფასებისას;
  • მონაწილეობა მიიღოთ კიბერდიპლომატიურ მოლაპარაკებებსა და კრიზისული სიტუაციების მართვის სიმულაციებში.
  • გაანალიზოთ გეოპოლიტიკური ინტერესები ციფრულ და ტექნოლოგიურ სფეროში;


ჩატარების ტიპი: Offline/Online

კურსის განრიგი: მეცადინეობა დაიწყება 23.10.2026 და ჩატარდება ყოველ სამშაბათს და პარასკევს, 19:00-21:00 საათამდე. 

კურსის საფასური: 350 ლარი

კურსის საფასური წევრებისთვის: 300 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

 

Subscribe to Your Cyber News

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

შეხვედრა 1: შესავალი; ეროვნული უსაფრთხოება: უზრუნველყოფა და კომპონენტები; ტერმინთა განმარტება; კიბერსაფრთხეების წარმოშობის წყაროების კლასიფიკაცია.

შეხვედრა 2: კიბერუსაფრთხოების სახეობები და ქვესახეობები; კიბერსაფრთხეების ტიპების კლასიფიკაცია; კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო და ეროვნული ინდექსები

შეხვედრა 3: საქართველოს კიბერშესაძლებლობა: საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (2021 – 2024 წლები); საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (2021 – 2024 წლები); საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“

შეხვედრა 4: რა არის დიპლომატია?; დიპლომატიის ტიპები; ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ

შეხვედრა 5: რა არის კიბერდიპლომატია? განსაზღვრება, როლი და მიზანი; კიბერდიპლომატია: ახალი რისკები და გამოწვევები; ზრდადი აცდენა ტექნიკურ შესაძლებლობებსა და სამართლებრივ შეკავებას შორის; ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი მოტყუება, რეპუტაციული იძულება და მოლაპარაკებებით მანიპულირება; კიბერსივრცეების კონვერგენცია; დაქირავებული კიბერშესაძლებლობების ბაზრები და იძულების პრივატიზაცია

შეხვედრა 6: „პარიზის მოწოდება კიბერსივრცეში ნდობისა და უსაფრთხოების შესახებ“. ცხრა პრინციპი; „პარიზის მოწოდება კიბერსივრცეში ნდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ ცხრა პრინციპი; ინდივიდებისა და ინფრასტრუქტურის დაცვა; ინტერნეტის დაცვა; საარჩევნო პროცესების დაცვა; ინტელექტუალური საკუთრების დაცვა; გაუვრცელებლობა (Non – proliferation); სიცოცხლის ციკლის უსაფრთხოება (Lifecycle security); კიბერჰიგიენა; კერძო საპასუხო ჰაკერული შეტევების აკრძალვა (No private hack back); საერთაშორისო ნორმები; კიბერდიპლომატიასთან დაკავშირებული ძირითადი ცნებები; ციფრული დიპლომატია; კიბერქცევის ნორმები (Cyber Norms)

შეხვედრა 7: ახალი ტექნოლოგიების გავლენა კიბერდიპლომატიაზე; ელოვნური ინტელექტი (AI); ნივთების ინტერნეტი (IoT); ბლოქჩეინ ტექნოლოგიები; კვანტური გამოთვლები; ინტერნეტის ფრაგმენტაცია (Splinternet)

შეხვედრა 8: ტალინის სახელმძღვანელო (TM 1.0, 2.0, 3.0); შეერთებული შტატების კიბერუსაფრთხოების სტრატეგია

შეხვედრა 9: ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სტრატეგია; ჩრდილო – ატლანტიკური ალიანსის კიბერუსაფრთხოება; დიდი ბრიტანეთის კიბერსუაფრთხოების სტრატეგია

შეხვედრა 10: რეფერატის პრეზენტაცია

პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი დამწყებთათვის?

დიახ, შესაფერისია. კურსის წარმატებით ასათვისებლად დამატებითი ცოდნა არ არის საჭირო.

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი პროფესიონალებისთვის/დამწყები სპეციალისტებისთვის? 

კურსი საინტერესო იქნება სპეციალისტებისთვის, მაგრამ ვურჩევდით, ჯერ კურსის პროგრამას გაეცნონ.

  • ვსწავლობდი ვებ პროგრამირებას/პროგრამირებას/ქსელებს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ცოდნაში. იქნება თუ არა ეს კურსი ჩემთვის სასარგებლო?

გირჩევთ გადაამოწმოთ პროგრამა – თუ თემების უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ საკმარისად კარგად აითვისებთ მასალებს, თუ არა – გირჩევთ, გაიაროთ კურსი ჩვენთან. ასევე, ჩვენს მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ გაგიწიონ სატელეფონო კონსულტაცია და დაგეხმარონ თქვენთვის საუკეთესო, თქვენზე მორგებული ტრენინგის შერჩევაში.

  • რა მოხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში. სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. გადახდის შემდეგ თქვენ დაემატებით მონაწილეთა სიას. ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ კურსის დაწყების თარიღს და შეუერთდეთ თქვენს ჯგუფს.

  • როგორ უნდა გადავიხადო კურსის საფასური?

რეგისტრაციის შემდეგ,  სამუშაო დღის განმავლობაში  მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. ასევე, მენეჯერს შეუძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე/მეილზე დეტალების დასაზუსტებლად.

  • შემიძლია თუ არა კურსის საფასურის გადახდა ინვოისით?

რა თქმა უნდა! ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ჩვენთან სასწავლებლად. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ ჩვენს ფინანსურ მენეჯერს, რომ გსურთ ინვოისის მიღება.

  • როგორია კურსის ფორმატი?

კურსი ჩატარდება დისტანციურად: ლაივ რეჟიმში გაკვეთილები ჩატარდება ლექტორის თანხლებით. ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა დაუსვათ შეკითხვა უშუალოდ ლექტორს.

  • როდის იწყება ლექციები? / როდის მექნება წვდომა კურსის ჯგუფზე?

თუ თქვენ ჩაერთვებით ონლაინ, ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი მენეჯერი ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნით ტრენინგზე დასასწრებ/შემოსასვლელ ბმულს.   

  • კურსის განმავლობაში დამჭირდება თუ არა ლეპტოპი/კომპიუტერი და როგორ?

თუ აუდიტორიაში ესწრებით ლექციას მაშინ კურსისთვის საჭირო კომპიუტერი/ლეპტოპი დაგხვდებათ საკლასო ოთახში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუდიტორიაშიც წამოიღოთ თქვენი პირადი ლეპტოპი.

თუ თქვენ აირჩევთ ტრენინგის ონლაინ სწავლების მეთოდს, მაშინ დაგჭირდებათ სტანდარტული ლეპტოპი/კომპიუტერი.

  • იქნება თუ არა კურსზე საშინაო დავალება?

დიახ, კურსის წარმატებით გავლა დამოკიდებულია საშინაო დავალების შესრულებაზე. ჩვენი პედაგოგები გირჩევენ შეასრულოთ ყველა საშინაო დავალება.

  • გაკეთდება თუ არა გაკვეთილების ჩანაწერი?

დიახ, ჩანაწერი კეთდება და ხელმისაწვდომია მსმენელებისათვის კურსის განმავლობაში. თუმცა, დასწრება მნიშვნელოვანია კურსის წარმატებით გასავლელად.

  • კურსის დასრულების შემდგომ მივიღებ თუ არა სერთიფიკატს?

კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს. სერთიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია ფინალური გამოცდის ან/და პროექტის შესრულება. შესასრულებელი სამუშაოს საბოლოო ვადა განისაზღვრება ლექტორის მიერ.

  • გასცემთ თუ არა კურსის დასრულების შემდგომ დასაქმების გარანტიას?

ჩვენ კურსდამთავრებულებს მაქსიმალურად ვეხმარებით დასაქმების პროცესში. კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში გაწვდით ინფორმაციას, ასევე გაგიწევთ რეკომენდაციას. თუმცა, არსებული გარემოს გათვალისწინებით ვერ მოგცემთ ჩვენი მხრიდან თქვენი დასაქმების აბსოლუტურ გარანტიას.

  • ვის მივმართოთ თუ რაღაც არ იხსნება, არ იტვირთება ან არ მუშაობს?

ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს ლექტორს. ასევე, ნებისმიერი საორგანიზაციო კითხვისთვის დაგვიკავშირდით (+995) 571 381 166 / (+995) 595 511 355 .

სხვა კურსები

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian