გიორგი ქაჩლიშვილი SCSA-ს კიბერუსაფრთხოების სპეციალიზაციის 2025 წლის ნაკადის კურსდამთავრებულია. კურსის დასრულების შემდეგ, გიორგიმ მუშაობა დაიწყო პრისეილ ინჟინერის (Pre-sales Engineer) სტაჟიორის პოზიციაზე კომპანია შპს „ინტეგრა“-ში.
პროგრამის შესახებ
კიბერუსაფრთხოების სპეციალიზაცია წარმოადგენს 20 მოდულისგან შემდგარ 1-წლიან კურსს, რომელიც მსმენელებს აძლევს ამ მიმართულებით საჭირო ფუნდამენტურ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.
გიორგის განათლება და გამოცდილება
სწავლის დაწყებამდე გიორგი უკვე იყო ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის სტუდენტი. მას აინტერესებდა როგორც აპარატურული (Hardware), ისე პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებები. პროგრამის ფარგლებში, მის არსებულ ცოდნას დაემატა:
- კომპიუტერული სისტემების მუშაობის პრინციპები;
- პროგრამირება;
- ეთიკური ჰაკინგი.
ფინალური პროექტი
გიორგის ფინალური პროექტი შეეხებოდა ქსელში ფრაგმენტაციის პრობლემების იდენტიფიცირებისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, რომლის ანალიზის პროცესშიც ჩართული იყო ხელოვნური ინტელექტი.
გიორგის შეფასება
კურსის დასრულების შემდეგ გიორგიმ აღნიშნა:
„ლექტორებს აქვთ კარგი პედაგოგიური უნარები, გადმოცემისა და ახსნის ნიჭი. ყველაფერს ნულიდან გვიხსნიდნენ და ბოლოს საკმაოდ რთულ საკითხებზე გადავედით. მათი დახმარებით შევძელი, რომ თეორიული მასალა პრაქტიკაში გამომეყენებინა“.
