საკვირაო კიბერ უსაფრთხოების სკოლა

კიბერუსაფრთხოების საკვირაო სკოლა ახალგაზრდებს ეხმარება, გასცდნენ ტექნოლოგიების უბრალო მოხმარებას და დაიწყონ მისი გაგება, შექმნა და დაცვა.

სკოლა 12-18 წლის მოსწავლეებს სთავაზობს თანმიმდევრულ სასწავლო პროგრამას კიბერუსაფრთხოების, პროგრამირებისა და თანამედროვე ვებტექნოლოგიების ასათვისებლად. მოსწავლეები ყოველკვირეულად გადიან 4-საათიან ინტენსიურ კურსს, სადაც თეორიულ ბაზასთან ერთად მუშაობენ პრაქტიკულ დავალებებზე, რეალურ პროექტებსა და კიბერგამოწვევებზე.

გაკვეთილებს ატარებენ გამოცდილი, სერტიფიცირებული კიბერუსაფრთხოების პრაქტიკოსები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. პრაქტიკოსებისა და აკადემიური სფეროს გამოცდილების სინთეზი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, პრაქტიკულ უნარებთან ერთად სფეროს ღრმა, სისტემური ხედვაც შეიძინონ. პროგრამა განკუთვნილია სხვადასხვა გამოცდილების მქონე მოსწავლეებისთვის. მიღების პროცესის შემდეგ მონაწილეები ნაწილდებიან ორ ჯგუფში:

  • დონე 1 – დამწყებთათვის, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ პროგრამირებასა და კიბერუსაფრთხოებაში;
  • დონე 2 – განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ შესაბამისი ცოდნა და მზად არიან უფრო რთულ ტექნიკურ ამოცანებზე სამუშაოდ.


სასწავლო
პროგრამა და სირთულის დონე განსხვავდება ჯგუფების მიხედვით. დამწყები დონის მოსწავლეები იქმნიან მყარ საფუძველს პროგრამირებაში, ვებტექნოლოგიებში, კომპიუტერულ სისტემებში, კიბერუსაფრთხოებასა და ეთიკური ჰაკინგის საფუძვლებში, პრაქტიკული ამოცანების მეშვეობით. ხოლო მოსწავლლები, რომლებსაც უკვე აქვთ შესაბამისი ცოდნა სწავლობენ უფრო სპეციალიზებულ სფეროებს, მათ შორის: ეთიკურ ჰაკინგს, ექსპლოიტების შემუშავებას (exploit development), კრიპტოგრაფიას, ქსელურ უსაფრთხოებას, პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოებას, გაღრმავებულ პროგრამირებასა და პრაქტიკულ კიბერამოცანებს.

სწავლება მიმდინარეობს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც მოსწავლეებს ეხმარება როგორც ტექნიკური ცოდნის, ასევე საერთაშორისო ტექნოლოგიურ სექტორში საჭირო პროფესიული ინგლისური ტერმინოლოგიის ათვისებაში.

მიღების პროცესი 

სკოლაში მიღება ხდება გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისას ფასდება თითოეული მოსწავლის ინტერესები, მოტივაცია, სწავლის მიზნები და არსებული ცოდნის დონე.

დამწყებთა ჯგუფში მიღებისთვის წინა გამოცდილება არ არის სავალდებულო. შერჩევის მთავარი კრიტერიუმებია ტექნოლოგიებისადმი გულწრფელი ინტერესი, მოტივაცია და სწავლის მზაობა.

გასაუბრების შედეგების მიხედვით, თითოეული მოსწავლე განაწილდება იმ ჯგუფში, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება მის ცოდნასა და გამოცდილებას.

განრიგი 

მოსწავლეები კვირაში 4 საათს უთმობენ მეცადინეობას. გაკვეთილები ტარდება ყოველ კვირას, ორი შესაძლო განრიგით:

  • 11:00–15:00
  • 15:00–19:00

მოსწავლის განრიგი დამოკიდებული იქნება იმ დონის ჯგუფზე, რომელშიც ის განაწილდება გასაუბრების შემდეგ.

სასწავლო მიმართულებები 

საგნები და მათი სირთულის დონე იცვლება ჯგუფის მიხედვით. პროგრამა შეიძლება მოიცავდეს:

  • კიბერუსაფრთხოების საფუძვლებს
  • ეთიკურ ჰაკინგს
  • კრიპტოგრაფიას
  • ქსელურ და პროგრამულ უსაფრთხოებას
  • პროგრამირებას Python და C ენებზე
  • ვებტექნოლოგიებს, მათ შორის: HTML, CSS, JavaScript, PHP და MySQL
  • ღია წყაროების დაზვერვას (OSINT)
  • პრაქტიკულ კიბერუსაფრთხოების სავარჯიშოებსა და პროექტებს

სწავლის პროცესი აერთიანებს თეორიულ საფუძვლებს პრაქტიკულ დავალებებთან, ინდივიდუალურ და გუნდურ პროექტებთან ასევე რეალურ კიბერუსაფრთხოების სცენარებთან.

შეჯიბრებები და საერთაშორისო მიღწევები

კონკურსებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა კიბერუსაფრთხოების საკვირაო სკოლის სასწავლო გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია.

მოსწავლეები რეგულარულად ემზადებიან ქართული და საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონკურსების, ოლიმპიადების, ჰაკათონებისა და ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის. ისინი სისტემატურად იკავებენ საპრიზო ადგილებს საერთაშორისო შეჯიბრებებში, რაც პროგრამით მიღებული პრაქტიკული ცოდნისა და მაღალი ტექნიკური მომზადების საუკეთესო დადასტურებაა.

პედაგოგები მოსწავლეებს მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში უჭერენ მხარსეხმარებიან მათ ანალიტიკური აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის განვითარებაში, რაც აუცილებელია საერთაშორისო ასპარეზზე რთულ ტექნიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. კიბერუსაფრთხოების საკვირაო სკოლა განკუთვნილია მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ შეიძინონ პრაქტიკული ტექნიკური უნარები, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები რეალურ გამოწვევებში. ეს პროგრამა მოსწავლეებს ეხმარება, აღმოაჩინონ მომავალი საგანმანათლებლო და კარიერული პერსპექტივები, ინტეგრირდნენ კვიბერუსაფრთხოების აქტიურ საზოგადოებაში.

 

სასწავლო პროგრამა

ეთიკური ჰაკინგი

კიბერ უსაფრთხოება

კრიპტოგრაფიის საფუძვლები

პროგრამირება

გამოძიება ღია წყაროებით (OSINT)

პროგრამული უზრუნველყოფის საფუძვლები

ვებ ტექნოლოგიები

შესავალი
ქსელურ უსაფრთხოებაში

ქსელური ტექნოლოგიები

ძირითადი ინფორმაცია

ყოველთვიური საფასური შეადგენს 280 ლარს. 

სასწავლო პროცესი საკვირაო სკოლაში გაიმართება ონლაინ რეჟიმში და ასევე საკლასო ოთახებში.

სწავლის დასაწყისი: 20.09.2026.

სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციამ მიიღო BIT SENTINEL-ის ექსკლუზიური ერთწლიანი წარმომადგენლობა კავკასიის რეგიონში. BIT SENTINEL არის კიბერ უსაფრთხოების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, ასევე ის გახლავთ ევროპის ყველაზე მასშტაბური კიბერ უსაფრთხოების ღონისძიება DefCamp-ის ორგანიზატორი.

BIT SENTINEL-თან თანამშრომლობის ფარგლებში ასოციაცია ჩაატარებს ეთიკური ჰაკინგის კურსებს, BIT SENTINEL-ის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით.

საკვირაო სკოლაში “ეთიკური ჰაკინგის” გაკვეთილები ჩატარდება სპეციალიზებულ პლატფორმაზე განთავსებულ რეალურ სავარჯიშო მანქანებზე. სასწავლო პროცესი განხორციელდება BIT SENTINEL-ის მეთვალყურეობით. ამასთან ერთად პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდება ჰაკატონები სადაც ჩაერთვებიან საკვირაო სკოლის მოსწავლეები.

ლოკაცია: ქავთარაძის I შესახვევი, კორპ. 10 თბილისი, საქართველო

საკონტაქტო ინფორმაცია:

რეგისტრაცია საკვირაო კიბერ სკოლაზე:


ლექტორები

მაქსიმ იავიჩი

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) პრეზიდენტი

ირაკლი ფირცხალავა

სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ლექტორი და Python-ის დეველოპერი

სერგო სიმონოვი

ლექტორი & OSCP სერტიფიცირებული შეღწევადობის ტესტერი; კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი

ილია ლომიძე

სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის შეღწევადობის ტესტერი; ლექტორი

Python სკოლა

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian