Adobe Illustrator: გრაფიკული დიზაინი

შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

Lecturers:

გიორგი ნიკურაძე – გრაფიკული დიზაინერი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

სასწავლო კურსის ანოტაცია:

სასწავლო კურსი განკუთვნილია გრაფიკული დიზაინით და ვექტორული გრაფიკის შესწავლით დაინტერესებული პირებისთვის. ვისაც სურს სწრაფად დაეუფლოს ვექტორული გრაფიკის შექმნის ტექნიკებს პროგრამა ილუსტრატორის მეშვეობით. კურსის იწყება ნულიდან და სტუდენტები ისწავლიან ფორმების შექმნას, ფერთა პალიტრასთან მუშაობას, ტექსტების გრაფიკულად დამუშავებას, ე.წ. ბლენდ ხელსაწყოების გამოყენებას, ობიექტებთან მუშაობას. კურსის განმავლობაში თეორიული საკითხების პარალელურად, მსმენელებს ექნებათ პრაქტიკული დავალებები. კურსის ბოლოს სტუდენტები იმუშავებენ ფინალურ პროექტზე. 

სასწავლო კურსის მიზანი:

კურსის მიზანია სტუდენტი გაარკვიოს გრაფიკული დიზაინის მიმართულებებში, ვექტორული გრაფიკის არსში. ვექტორული გრაფიკის შექმნის ცოდნა და გამოცდილება პროგრამა ილუსტრატორის მეშვეობით. შესძინოს სარეკლამო ბანერებისა და პოსტერების შექმნისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.

რისთვის გამოიყენება Adobe Illustrator?

Adobe Illustrator არის ვექტორულ გრაფიკის დიზაინზე სამუშაო პროგრამა, რომლითაც შეგიძლიათ დაამზადოთ ლოგოები, სიმბოლოები, სხვადასხვა ნიმუშები, პოსტერის კომპოზიციები, ვებ საიტების, სოციალური მედიისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების მასალები.

კურსის გავლის შემდეგ გეცოდინება Illustrator-ის ძირითადი ხელსაწყოების გამოყენება, რომლითაც შეძლებ მარკეტინგული თემატიკის სხვადასხვა ნამუშევრის შექმნას. გრაფიკული დიზაინის საბაზისო უნარების ქონა მნიშვნელოვანი დანამატია უმეტესი პროფესიისთვის. თქვენ შეგეძლებათ მარტივი ლოგოების დამზადება და ასევე არსებული ლოგოს გადაკეთება.

ვისთვისაა კურსი განკუთვნილი?

  • ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურს დაიწყოს კარიერული განვითარება ილუსტრატორით და იპოვოს ანაზღაურებადი საქმიანობა.
  • ახალბედა, დამწყები, მოყვარული დიზაინერებისთვის და ნებისმიერი პირისთვის ვისაც სურს თავისი შესაძლებლობების ცდა გრაფიკული დიზაინში.

სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობა:

სასაწავლო კურსზე დაიშვება ნებისმიერი დაინტერესებული პირი ვისაც აქვს კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარ-ჩვევები და სურს განვითარდეს გრაფიკული დიზაინის მიმართულებით.

ჩატარების ტიპი: online

კურსის საფასური: 300 ლარი 

კურსის საფასური SCSA წევრებისთვის: 250 ლარი –  გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

 

Subscribe to Your Cyber News

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

Meeting 1 – Adobe Illustrator-ის ინტერფეისის შემადგენელი ელემენტების განლაგება and დანიშნულება; მარტივი მაგალითების განხილვა (გეომეტრიული ფიგურები, ფერის, ზომის, მომრგვალების and სხვა პარამეტრების მართვა). 

  • ვექტორული გრაფიკის საჭიროება, არსი and მიზნები;
  • Agenda ილუსტრატორის ინტერფეისის გაცნობა;
  • ძირითადი პარამეტრების საჭიროება and მიზნები;
  • გეომეტრიული ფიგურების დახატვა;
  • Artboard and მისი პარამეტრების მართვა;

Meeting 2Pentool and სხვა ინსტრუმენტების მეშვეობით ცხოველების შემადგენელი ელემენტების დახატვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა (ფორმები, ფერები, ფორმების გაერთიანება and განცალკევება) პრაქტიკული სამუშაოს მეშვეობით.

  • Pentool-ის გამოყენება;
  • Shape builder and Path finder-ის საჭიროება;
  • Eyedropper – ის საჭიროება and ფერთა პალიტრა;
  • კონტურის სისქის რეგულირება and მისი სახეობები;
  • პრაქტიკული სავარჯიშო 1ცხოველები დახატვა შესწავლილი ხელსაწყოების გამოყენებით;

Meeting 3 – Pentool-ის and Path finder-ის მეშვეობით ფრინველების შემადგენელი ელემენტების დახატვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა (ფორმები, ფერები, ფორმების გაერთიანება and განცალკევება) პრაქტიკული სამუშაოს მეშვეობით.

  • Pentool-ის გამოყენება;
  • Path finder-ის გამოყენების საჭიროება and ტექნიკები;
  • პრაქტიკული სავარჯიშო 2ფრინველები დახატვა შესწავლილი ხელსაწყოების გამოყენებით;

Meeting 4 – გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით ნიმუშის შესაბამისი შენობების აგება, მათი გადამრავლება and ქალაქის კომპოზიციის შექმნა.

  • ფორმების გამოყენება;
  • Shape builder -ის გამოყენება;
  • პრაქტიკული სავარჯიშო 3შენობების დახატვა შესწავლილი ხელსაწყოების გამოყენებით;

Meeting 5 – სხვადასხვა მოდელის მანქანების შემადგენელი ელემენტების განხილვა, მათი ფორმების შექმნის თავისებურებანი.  

  • გეომეტრიული ფიგურები;
  • პრაქტიკული სავარჯიშო 4სხვადასხვა მოდელის მანქანების აწყობა;

Meeting 6 –  მარტივი ლოგოების აწყობა ფიგურების and ტექსტების კომბინაციით, გარდამავალი ფერების საჭიროებისამებრ გამოყენებით.

  • გრადიენტის გამოყენება;
  • ფერთა პალიტრა;
  • ტექსტთან მუშაობა;
  • Blend tool-ის საჭიროება ;
  • პრაქტიკული სავარჯიშო 5ტექსტები and ფიგურების აწყობა;

Meeting 7 – ტრანსფორმაციის ინსტრუმენტები.

  • ობიექტების ტრანსფორმაცია and შესაბამისი ინსტრუმენტები;
  • სავარჯიშო 6კოშკების and ციხესიმაგრეების აგების მაგალითზე;

Meeting 8 – პოსტერების and ბუკლეტების მომზადება ბეჭდვისთვის (ზომები, ფერები and სხვა ძირითადი პარამეტრების მიმოხილვა); ვებისთვის განკუთვნილი ბანერების მომზადება and მათი ტექნიკური მახასიათებლების განხილვა.

    • ინსტრუმენტების კომბინირებული გამოყენება;
    • ფაილის ბეჭდვისთვის მომზადება;
    • ფაილის ვებისთვის მომზადება;
    • კრეატივი and მისი საჭიროება პროექტზე მუშაობის პერიოდში;
  • დამოუკიდებელი სავარჯიშო 1

Meeting 9 – შესწავლილი ინსტრუმენტების საჭიროებისამებრ გამოყენებასთან დაკავშირებული საპროექტო ნამუშევრების დრაფტების მომზადება.

    • ინსტრუმენტების კომბინირებული გამოყენება;
    • კრეატიული აზროვნების ტექნიკების პრაქტიკული გამოყენება;
  • დამოუკიდებელი სავარჯიშო 2

Meeting 10 – საპროექტო დრაფტების გარდაქმნა სრულყოფილ პროექტად. პროექტების შენახვა ბეჭდვით and ვებ ფაილებად.

    • საპროექტო დავალება and მის შესრულებასთან დაკავშირებული ტექნიკური and პრაქტიკული საკითხების მიმოხილვა;
  • დამოუკიდებელი სავარჯიშო 3;

 

პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

  •   არის თუ არა კურსი შესაფერისი დამწყებთათვის?

დიახ, შესაფერისია. კურსის წარმატებით ასათვისებლად დამატებითი ცოდნა არ არის საჭირო.

  •  არის თუ არა კურსი შესაფერისი პროფესიონალებისთვის/დამწყები სპეციალისტებისთვის? 

კურსი საინტერესო იქნება სპეციალისტებისთვის, მაგრამ ვურჩევდით, ჯერ კურსის პროგრამას გაეცნონ.

  •  ვსწავლობდი პროგრამირებას, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ცოდნაში. იქნება თუ არა ეს კურსი ჩემთვის სასარგებლო?

გირჩევთ გადაამოწმოთ პროგრამა – თუ თემების უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ საკმარისად კარგად აითვისებთ მასალებს, თუ არა – გირჩევთ, გაიაროთ კურსი ჩვენთან. ასევე, ჩვენს მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ გაგიწიონ სატელეფონო კონსულტაცია და დაგეხმარონ თქვენთვის საუკეთესო, თქვენზე მორგებული ტრენინგის შერჩევაში.

  • რა მოხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში. სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. გადახდის შემდეგ თქვენ დაემატებით მონაწილეთა სიას. ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ კურსის დაწყების თარიღს და შეუერთდეთ თქვენს ჯგუფს.

  • როგორ უნდა გადავიხადო კურსის საფასური?

რეგისტრაციის შემდეგ,  სამუშაო დღის განმავლობაში  მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. ასევე, მენეჯერს შეუძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე/მეილზე დეტალების დასაზუსტებლად.

  • შემიძლია თუ არა კურსის საფასურის გადახდა ინვოისით?

რა თქმა უნდა! ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ჩვენთან სასწავლებლად. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ ჩვენს ფინანსურ მენეჯერს, რომ გსურთ ინვოისის მიღება.

  • როგორია კურსის ფორმატი?

კურსი ტარდება ჰიბრიდულ ფორმატში, რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ონლაინ ან გაიაროთ კურსი ჯგუფთან ჩვენს ოფისში (9ბ ნიკოლოზ ყიფშიძე, თბილისი, საქართველო). სარეგისტრაციო ფორმაში წინასწარ უნდა მიუთითოთ რა ფორმატით აპირებთ კურსის გავლას.

  • როდის იწყება ლექციები? / როდის მექნება წვდომა კურსის ჯგუფზე?

თუ თქვენ ჩაერთვებით ონლაინ, ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი მენეჯერი ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნით ტრენინგზე დასასწრებ/შემოსასვლელ ბმულს.   

  • კურსის განმავლობაში დამჭირდება თუ არა ლეპტოპი/კომპიუტერი და როგორ?

თუ აუდიტორიაში ესწრებით ლექციას მაშინ კურსისთვის საჭირო კომპიუტერი/ლეპტოპი დაგხვდებათ საკლასო ოთახში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუდიტორიაშიც წამოიღოთ თქვენი პირადი ლეპტოპი.

თუ თქვენ აირჩევთ ტრენინგის ონლაინ სწავლების მეთოდს, მაშინ დაგჭირდებათ სტანდარტული ლეპტოპი/კომპიუტერი.

  • იქნება თუ არა კურსზე საშინაო დავალება?

დიახ, კურსის წარმატებით გავლა დამოკიდებულია საშინაო დავალების შესრულებაზე. ჩვენი პედაგოგები გირჩევენ შეასრულოთ ყველა საშინაო დავალება.

  • გაკეთდება თუ არა გაკვეთილების ჩანაწერი?

დიახ, ჩანაწერი კეთდება და ხელმისაწვდომია მსმენელებისათვის კურსის განმავლობაში. თუმცა, დასწრება მნიშვნელოვანია კურსის წარმატებით გასავლელად.

  • კურსის დასრულების შემდგომ მივიღებ თუ არა სერთიფიკატს?

კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს. სერთიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია ფინალური გამოცდის ან/და პროექტის შესრულება. შესასრულებელი სამუშაოს საბოლოო ვადა განისაზღვრება ლექტორის მიერ.

  • გასცემთ თუ არა კურსის დასრულების შემდგომ დასაქმების გარანტიას?

ჩვენ კურსდამთავრებულებს მაქსიმალურად ვეხმარებით დასაქმების პროცესში. კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში გაწვდით ინფორმაციას, ასევე გაგიწევთ რეკომენდაციას. თუმცა, არსებული გარემოს გათვალისწინებით ვერ მოგცემთ ჩვენი მხრიდან თქვენი დასაქმების აბსოლუტურ გარანტიას.

  • ვის მივმართოთ თუ რაღაც არ იხსნება, არ იტვირთება ან არ მუშაობს?

ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს ლექტორს. ასევე, ნებისმიერი საორგანიზაციო კითხვისთვის დაგვიკავშირდით (+995) 571 381 166 / (+995) 595 511 355 .

სხვა კურსები

Toggle Dark Mode
en_USEnglish