AI და პროგრამირების სკოლა

General Information

AI და პროგრამირების სკოლა

ტექნოლოგია, რომელიც დღეს ცვლის სამყაროს, ჩვენს ცხოვრებას, შეგიძლია ხვალ თქვენი ყოველდღიური ინსტრუმენტი გახდეს. SCSA-ს AI და პროგრამირების სკოლაში მოზარდები ერთი წლის განმავლობაში ისწავლიან პროგრამირებას Python-ზე, მის გამოყენებას ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისას და AI ს პრაქტიკულ ხელსაწყოებს. მათი პრაქტიკული გამოყენებით, მოზარდები ისწავლიან ყოველდღიური ამოცანების ავტომატიზაციას, AI ინჟინერიასა და ე.წ. პრომტინგს, დამოუკიდებლად Python-ზე პროგრამის შექმნას, მონაცემების დამუშავებას ხელოვნური ინტელექტისა და python ის ერთობლივი გამოყენებით. 

სკოლის მოსწავლეებს უფასოდ ექნებათ წვდომა ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში დაარსებულ პირველ ურთიერთდაკავშირებულ საერთაშორისო კვლევით ლაბორატორიებზე: AI/ML ლაბორატორია; კვანტური უსაფრთხოების ლაბორატორია.

რა შედეგს მივიღებთ?

  • საკუთარი აწყობილი ჩატბოტი, მორგებული რეალურ ამოცანაზე
  • საკუთარი AI ავტომატიზაცია, აგენტი, რომელიც წყვეტს ყოველდღიურ, პრაქტიკულ პრობლემას
  • Python-ზე დაწერილი, გაშვებადი პროგრამები – მარტივი სკრიპტიდან საკუთარი AI API-ის call ებამდე
  • პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე AI ხელსაწყოებში (ტექსტი, სურათი, ვიდეო, ჩატბოტ-პლატფორმები, no-code ავტომატიზაცია)
  • დასრულებული და საჯაროდ პრეზენტირებული capstone პროექტი
  • უნარი, გააანალიზო და გადაამოწმო AI-ს შედეგები, არ ენდო ბრმად, ამოიცნო შეზღუდვები და შეცდომები

Lecturers:

ირაკლი ფირცხალავა – პითონ დეველოპერი, SCSA-ს ლექტორი
ნინი ბაგალიშვილი – AI სპეციალისტი, SCSA-ს ლექტორი

ვისთვის არის განკუთვნილი?

  • 11-18 წლამდე მოზარდებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ტექნოლოგიები, პროგრამირება, ხელოვნური ინტელექტი
  • მათთვის, ვისაც სურს პროგრამირების საფუძვლების სისტემური სწავლა
  • მათთვის, ვისაც სურს AI ხელსაწყოების პრაქტიკული, შემოქმედებითი გამოყენების სწავლა

რა წინაპირობაა საჭირო?

  • წინასწარი პროგრამირების ან AI-ს ცოდნა არ არის სავალდებულო
  • საჭიროა მხოლოდ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა

რაში გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას?

  • დამოუკიდებლად პროგრამის შექმნაში
  • პირადი პროდუქტიულობის გაზრდაში – რუტინული ამოცანების ავტომატიზაცია AI-ს დახმარებით
  • სასწავლო/საკვლევ პროექტებში – ინფორმაციის სწრაფი დამუშავება, ანალიზი, პრეზენტაცია
  • მომავალი პროფესიული განვითარებისთვის – პროგრამირება და AI დღეს პრაქტიკულად ყველა სფეროშია მოთხოვნადი
  • პორტფოლიოს შექმნაში – capstone პროექტი, რომლის ჩვენებაც შესაძლებელია სამომავლო განაცხადებში (უნივერსიტეტი, სტაჟირება, სამუშაო)

Additional Details:

ასაკობრივი ჯგუფი: 11-18 წლამდე მოზარდები
ფასი: 260 ლარი თვიურად
განრიგი: ოთხშაბათი – პარასკევი; 17:00 – 19:00
დასაწყისი: 28.10.2026

ლოკაცია: ქავთარაძის I შესახვევი, კორპ. 10 თბილისი, საქართველო

CONTACT INFORMATION:

Lecturers

Irakli Pirtskhalava

პითონ დეველოპერი, SCSA-ს ლექტორი

Nini Bagalishvili

AI სპეციალისტი, SCSA-ს ლექტორი

Cyber Sunday School

Toggle Dark Mode
en_USEnglish