ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას პროფესორი ვლადიმერ სვანაძე დაიკავებს

ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას პროფესორი ვლადიმერ სვანაძე დაიკავებს. ბატონი ვლადიმერ სვანაძე SCSA-ში წლების განმავლობაში იყო საერთაშორისო პროექტების მენეჯერი და მისი ჩართულობით განხორციელდა არაერთი წარმატებული სასწავლო და სამეცნიერო პროექტი. მათ შორის ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო კიბერ ბანაკი ბაკურიანში, ასევე 2021 წლიდან ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება”, რომელიც თავს უყრის მსოფლიოს მასშტაბით ცნობილ სპეციალისტებს და მკვლევრებს.

ბატონი ლადო, არის კიბერ უსაფრთხოების სამეცნიერო და პრაქტიკული მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი და მკვლევარი. იგი არის:

საჯარო მმართველობის დოქტორი;

კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი;

ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე;

„საქართველოს კიბერუსაფრთხოების აკადემიის“ დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი.

Subscribe to Your Cyber News

Subscribe to Your Cyber News

Toggle Dark Mode
en_USEnglish