“ახალგაზრდა შეღწევადობის ტესტერების უნივერსიტეტის პრეზენტაცია ქ. თბილისის 169-ე საჯარო სკოლაში”

5 მაისს 169-ე საჯარო სკოლა-ში SCSA-ს ლექტორმა და შეღწევადობის ტესტერმა, ბატონმა გიორგი ახალაიამ ჩაატარა პროექტის – “ახალგაზრდა შეღწევადობის ტესტერების უნივერსიტეტი”-ს შესახებ პრეზენტაცია.
ახალგაზრდა შეღწევადობის ტესტერების უნივერსიტეტის ფარგლებში, მსმენელები შეისწავლიან კომპიუტერულ ქსელების და ლინუქს ადმინისტრირების საფუძვლებს, ვებ-ის საფუძვლებს, კიბერ უსაფრთხოებას, Python პროგრამირებას, თამაშების თეორიას და შეღწევადობის ტესტირებას (ეთიკურ ჰაკინგს).
📢მსმენელებად მიიღებიან სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეები
📢მონაწილეობა საბავშვო უნივერსიტეტში არის უფასო
გთხოვთ, პროექტში მონაწილეობის მსურველებმა ყურადღება მიაქციოთ სამოტივაციო წერილის ველს, სადაც უნდა ჩაიწეროს მაქსიმუმ 100 სიტყვით ის, თუ რატომ გნებავთ პროექტში ჩართვა და რატომ უნდა იყოთ არჩეული
📢რეგისტრაცია მოქმედებს 7 მაისის ჩათვლით
არჩეულ კანდიდატს დავუკავშირდებით არაუგვიანეს 10 მაისისა
📍საბავშვო უნივერსიტეტის მეცადინეობები ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტში 13 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ➡️

Subscribe to Your Cyber News

Subscribe to Your Cyber News

Toggle Dark Mode
en_USEnglish