C პროგრამირება და მისი უსაფრთხოება

შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

Lecturers:

Maksim Iavich – კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) პრეზიდენტი.

სასწავლო კურსის ანოტაცია:
C არის ძლიერი მთავარი დანიშნულების პროგრამირების ენა. იგი შეიძლება იყოს გამოყენებული ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში როგორიცაა ოპერაციული სისტემები, მონაცემთა ბაზები, კომპილატორები და ა.შ. C პროგრამირების ენა არის იდეალური არჩევანი პროგრამირების სფეროში დამწყებთათვის.

რატომ უნდა ვისწავლოთ C პროგრამირება?

  • C გვეხმარება კომპიუტერის შიდა არქიტექტურის გაგებაში და იმაში თუ როგორ ინახება და ნაწილდება ინფორმაცია კომპიუტერში.
  • C პროგრამირების ენის შესწავლის შემდეგ, ბევრად უფრო მარტივია სხვა პროგრამირების ენების შესწავლა, ისეთების როგორიცაა Java, Python და ა.შ.
  • ღია წვდომაში მყოფ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა. ზოგი გლობალური ღია პროექტი (open source), ისეთი როგორიცაა მაგალითად Linux-ის ბირთვი, Python-ის ინტერპრეტატორები, SQLite მონაცემთა ბაზები და ა.შ. დაწერილია C პროგრამირების ენაზე.

ამ კურსის ფარგლებში თქვენ ისწავლით C პროგრამირების პრინციპებს და შეძლებთ კოდის წერის დაწყებას ამ ენის გამოყენებით. კურსი სრულიად ფარავს C პროგრამირების ენის საფუძვლებს და მოიცავს ფუნდამენტური პროგრამირების ტექნიკების, კონსტრუქციების და ლექსიკონების დემონსტრირებას, მათ შორის ყველაზე გავრცელებული ბიბლიოთეკის ფუნქციების და პროცესორების გამოყენების შესწავლას.

C პროგრამირების ენა არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და პოპულარული ენა მსოფლიოში. იგი ეხმარება თქვენს სმარტფონებს, მანქანის სანავიგაციო სისტემებს, რობოტებს, დრონების, მატარებლებს და ელექტრონული მოწყობილობების უმრავლესობას მუშაობის პროცესში. C შეიძლება იყოს გამოყენებული ყველა იმ სიტუაციაში, სადაც სიჩქარე და მოქნილობა მნიშვნელოვანია. მაგალითად, ჩაშენებულ სისტემებში ან მაღალი სიმძლავრის გამოთვლებში.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების კურსები ძირითადად შეიცავს C -ზე დაწერილი კოდის უსაფრთხოების ანალიზს. კურსი ასევე მოიცავს C-ზე უსაფრთხო კოდირების საფუძვლებს. შესაბამისად, ამ კურსის გავლის შემდეგ, მსმენელი შეძლებს პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების კურსის გავლას.

სასწავლო კურსის მიზანი:
კურსის მიზანი არის სტუდენტებს ასწავლოს C პროგრამირების ენაზე დაწერილი პროგრამების წაკითხვა და გაანალიზება კოდში შესაძლო სუსტი წერტილების დასადგენად. აგრეთვე, კურსის მიზანია აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის და პროგრამების / ალგორითმების განსაზღვრა და მაგალითების წარმოდგენა.

ჩატარების ტიპი: online

კურსის საფასური: 300 ლარი

საფასური SCSA წევრებისთვის: 250 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

 

 

Subscribe to Your Cyber News

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

Meeting 1: Variables, printf, DataTypes, Format specifiers, arithmetical operations, scanf, constants, if-else

Meeting 2: Work with strings, loops, for

Meeting 3: While, do while, switch

Meeting 4: Arrays, Multidimensional arrays

Meeting 5: Functions, random numbers, pointers, pointers to pointers

Meeting 6: Structures, structures using pointers

Meeting 7: Buffer overflow, code injection in C, memory layout, overflow attack, registers

Meeting 8: Format String attacks in C, memory safety, type safety

Meeting 9: CFI, ROP, Secure Coding in C

Meeting 10: Project, breaking the program written in C

სხვა კურსები

Toggle Dark Mode
en_USEnglish