Game Development C Sharp-ზე, Unity ძრავის გამოყენებით

შეხვედრების რაოდენობა: 18 შეხვედრა (36 გაკვეთილი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორები:
აჩი გუგუჩია – სტუდია AnimatronX – Unity Engine სპეციალისტი, პროგრამისტი. პროექტის „The Chewllers“ დეველოპერი.

სასწავლო კურსის ანოტაცია:
თამაშების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა მსოფლიოში და მისი მასშტაბით ამ ინდუსტრიის საერთო  შემოსავალი 400 მილიარდ დოლარს აღწევს. თამაშების შექმნის პროცესი მოითხოვს სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ჩართულობას, რათა შეიქმნას ერთიანი სრულყოფილი პროდუქტი, რომელიც მოთხოვნადი იქნება ბაზარზე. უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება თამაშების შესაქმნელად საჭირო ხელსაწყოები და ამ კურსის ფარგლებში სტუდენტები ერთ-ერთ ასეთ ხელსაწყოს, Unity-ს ძრავს, შეისაწვლიან, რომელიც თამაშების შესაქმნელად ყველაზე ხშირად გამოყენებული ძრავია ბაზარზე. ძრავების გამოყენებით შესაძლებელია თამაშის შექმნის პროცესის გამარტივება და დაჩქარება, რის გამოც მათ ფართო გამოყენება აქვთ ინდუსტრიაში.

სასწავლო კურსის მიზანი:
კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს თამაშების შესაქმნელად საჭირო ცოდნა Unity-ის ძრავის გამოყენებით, კერძოდ:  პროგრამირების ენა С#-ის საწყისები, Unity-ის ძრავთან ასოცირებული ბიბლიოთეკები, ობიექტზე დართულ კომპონენტებზე წვდომა და მათზე ოპერირება კოდით, მარტივი ლოგიკების მოფიქრება, თამაშის ობიექტების ანიმირება და მათ შორის ურთიერთქმედება. წარმატებული კურსდამთავრებულები შეძლებენი დამოუკიდებლად შექმნან მარტივი ორგანზომილებიანი თამაშები.

სასწავლო კურსის თემატიკის დაფარვის შედეგად მსმენელს ეცოდინება/შეძლებს:
– პროგრამული ენის C# გამოყენებით თამაშის ლოგიკის მოფიქრება და შექმნა;
– Unity-ის ძრავში თამაშის კომპონენტების გამოყენება;
– მარტივი დასრულებული ფორმის 2D თამაშის აწყობა.

სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობა:
კურსს არ აქვს დაშვების წინაპირობა. ეს მოდული განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც უყვარს ვიდეო თამაშები და აქვს სურვილი შეისწავლოს მათი შექმნის პროცესი.

Teaching mode: offline

კურსის საფასური:  450 ლარი

სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 400 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

 

 

Subscribe to Your Cyber News

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

Meeting 1:
თემა: ცვლადები, if statement, Unity პროექტის შექმნა, Unity Debug Log
განსახილველი საკითხი: C#-ის საწყისი ცვლადები და მათი გამოყენება, if(თუ) statement ის გამოყენება, unity-ის პროექტის შექმნა და ვიზუალური ინტერფეისი ახსნა. მარტივი მათემატიკური ოპერაციების ედიტორში გამოტანა.

Meeting 2:
თემა: ციკლები, მასივები, Unity Debug Log
განსახილველი საკითხი: განვიხილავთ ციკლების ტიპებს, მასივებს: List, Dicionary, tuple და მარტივი მათემატიკური ოპერაციების ედიტორში გამოტანას.

Meeting 3:
თემა: C# ფუნქციები, Unity-ის სპეციალური კონტეინერები, monobehaviour-ის ფუნქციები
განსახილველი საკითხი: განვიხილავთ ფუნქციების ტიპებს და მათი გამოყენების შემთხვევებს, ასევე გადავახედავთ Unity-ის სპეციფიკურ კონტეინერებს და გამზადებულ ფუნქციებს, რომელიც მის საწყის class-monobehaviour-ს გააჩნია.

Meeting 4:
თემა: C# oop საფუძვლები, Unity Gameobject
განსახილველი საკითხი: განვიხილავთ ობიექტზე ორიენტული პროგამირების საფუძვლებს Unity-ს მიმართების და Unity-ის Gameobject ის კლასს და მის კომპონენტებს.

Meeting 5:
თემა: Unity Gameobject transform, Unity camera
განსახილველი საკითხი: გავივლით თამაშის ობიექტის პოზიციის, ბრუნვის და სიდიდის ერთეულებს მის ტრანსფორმ კომპონენტში, ჩაშენებული ფუნქციონალით ობიექტის მოძრაობას და კამერას.

Meeting 6:
თემა: Unity engine UI
განსახილველი საკითხი: განვიხილავთ UI კომპონენტებს: canvas, panel, button, text, input-text, image და მათ გამოყენების მაგალითებს

Meeting 7:
თემა: Unity Colliders, Triggers, Rigidbody
განსახილველი საკითხი: განვიხილავთ კოლაიდერების ტიპებს და თუ როგორ ვაქციოთ ისინი ტრიგერებად, ასევე გავივლით Rigidbody-ებს და მათ დანიშნულებას.

Meeting 8:
თემა: Mini game, Unity Animator
განსახილველი საკითხი: ვიწყებთ პატარა თამაში გაკეთებას, განვიხილავთ ანიმატორს და ვქნით მარტივ 2D ანიმაციებს.

Meeting 9:

თემა: Mini game, level design
განსახილველი საკითხი: Level design-ზე ვისაუბრებთ, გავაგრძელებთ თამაშის დეველოპმენტს და კითხვებზე პასუხი.

Meeting 10:
თემა: Mini game, Cut scene, rect transform
განსახილველი საკითხი: თამაშის დაწყების შესავალ cut scene გავაკეთებთ, ავამოძრავებთ UI ელემენტებს კლავიშზე დაჭერით და კვლავ ვაგრძელებთ თამაშის დეველოპმენტს.

შეხვედრა 11.
თემა: Mini game, Game design, singletons
განსახილველი საკითხი: თამაშის დეველოპმენტის გაგრძელება, კითხვებზე პასუხი, Game design-ის კუთხით რჩევები და singleton დიზაინ პატერნი.

შეხვედრა 12.
თემა: Mini game, ინდივიდუალური თემების გადაცემა
განსახილველი საკითხი: თამაშის დასრულება, ინდივუდუალური პროექტის თემების შერჩევა.

შეხვედრა 13.
თემა: ინდივიდუალური პროექტი, Audio Source
განსახილველი საკითხი: ინდივიდუალური პროექტებზე მუშაობა და მასთან დაკავშირებული კითხვები, ხმების ინტეგრაცია და დარეგულირება.

შეხვედრა 14.

თემა: ინდივიდუალური პროექტი, Object Pulling
განსახილველი საკითხი: ინდივიდუალური პროექტებზე მუშაობა და მასთან დაკავშირებული კითხვები, ობიექტების Recycling.

შეხვედრა 15.
თემა: ინდივიდუალური პროექტი, Attributes
განსახილველი საკითხი: ინდივიდუალური პროექტებზე მუშაობა და მასთან დაკავშირებული კითხვები, ატრიბუტების დანიშნულება და მათი გამოყენება.

შეხვედრა 16.

თემა: ინდივიდუალური პროექტი, Tuples, Scriptable Objects
განსახილველი საკითხი: ინდივიდუალური პროექტებზე მუშაობა და მასთან დაკავშირებული კითხვები, Tuple კონტეინერი, Scriptable Object და მისი გამოყენების მაგალითები.

შეხვედრა 17.
თემა: ინდივიდუალური პროექტი, პროექტის გამოცემა
განსახილველი საკითხი: ინდივიდუალური პროექტებზე მუშაობა და მასთან დაკავშირებული კითხვები, გამოსაცემი პარამეტრები, როგორ გამოვცეთ თამაში სხვადასხვა პლატორმაზე.

შეხვედრა 18.

თემა: ინდივიდუალური პროექტი წარდგენა, Third-Party Software
განსახილველი საკითხი: ინდივიდუალური პროექტების წარდგენა. რეკლამების ინტეგრაცია, Multiplayer-ის ინტეგრაცია, Cloud Storage-ის ინტეგრაცია.

 

 

 

 

 

პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

  •   არის თუ არა კურსი შესაფერისი დამწყებთათვის?

დიახ, შესაფერისია. კურსის წარმატებით ასათვისებლად დამატებითი ცოდნა არ არის საჭირო.

  •  არის თუ არა კურსი შესაფერისი პროფესიონალებისთვის/დამწყები სპეციალისტებისთვის? 

კურსი საინტერესო იქნება სპეციალისტებისთვის, მაგრამ ვურჩევდით, ჯერ კურსის პროგრამას გაეცნონ.

  •  ვსწავლობდი პროგრამირებას, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ცოდნაში. იქნება თუ არა ეს კურსი ჩემთვის სასარგებლო?

გირჩევთ გადაამოწმოთ პროგრამა – თუ თემების უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ საკმარისად კარგად აითვისებთ მასალებს, თუ არა – გირჩევთ, გაიაროთ კურსი ჩვენთან. ასევე, ჩვენს მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ გაგიწიონ სატელეფონო კონსულტაცია და დაგეხმარონ თქვენთვის საუკეთესო, თქვენზე მორგებული ტრენინგის შერჩევაში.

  • რა მოხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში. სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. გადახდის შემდეგ თქვენ დაემატებით მონაწილეთა სიას. ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ კურსის დაწყების თარიღს და შეუერთდეთ თქვენს ჯგუფს.

  • როგორ უნდა გადავიხადო კურსის საფასური?

რეგისტრაციის შემდეგ,  სამუშაო დღის განმავლობაში  მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. ასევე, მენეჯერს შეუძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე/მეილზე დეტალების დასაზუსტებლად.

  • შემიძლია თუ არა კურსის საფასურის გადახდა ინვოისით?

რა თქმა უნდა! ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ჩვენთან სასწავლებლად. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ ჩვენს ფინანსურ მენეჯერს, რომ გსურთ ინვოისის მიღება.

  • როგორია კურსის ფორმატი?

კურსი ტარდება ჰიბრიდულ ფორმატში, რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ონლაინ ან გაიაროთ კურსი ჯგუფთან ჩვენს ოფისში (9ბ ნიკოლოზ ყიფშიძე, თბილისი, საქართველო). სარეგისტრაციო ფორმაში წინასწარ უნდა მიუთითოთ რა ფორმატით აპირებთ კურსის გავლას.

  • როდის იწყება ლექციები? / როდის მექნება წვდომა კურსის ჯგუფზე?

თუ თქვენ ჩაერთვებით ონლაინ, ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი მენეჯერი ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნით ტრენინგზე დასასწრებ/შემოსასვლელ ბმულს.   

  • კურსის განმავლობაში დამჭირდება თუ არა ლეპტოპი/კომპიუტერი და როგორ?

თუ აუდიტორიაში ესწრებით ლექციას მაშინ კურსისთვის საჭირო კომპიუტერი/ლეპტოპი დაგხვდებათ საკლასო ოთახში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუდიტორიაშიც წამოიღოთ თქვენი პირადი ლეპტოპი.

თუ თქვენ აირჩევთ ტრენინგის ონლაინ სწავლების მეთოდს, მაშინ დაგჭირდებათ სტანდარტული ლეპტოპი/კომპიუტერი.

  • იქნება თუ არა კურსზე საშინაო დავალება?

დიახ, კურსის წარმატებით გავლა დამოკიდებულია საშინაო დავალების შესრულებაზე. ჩვენი პედაგოგები გირჩევენ შეასრულოთ ყველა საშინაო დავალება.

  • გაკეთდება თუ არა გაკვეთილების ჩანაწერი?

დიახ, ჩანაწერი კეთდება და ხელმისაწვდომია მსმენელებისათვის კურსის განმავლობაში. თუმცა, დასწრება მნიშვნელოვანია კურსის წარმატებით გასავლელად.

  • კურსის დასრულების შემდგომ მივიღებ თუ არა სერთიფიკატს?

კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს. სერთიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია ფინალური გამოცდის ან/და პროექტის შესრულება. შესასრულებელი სამუშაოს საბოლოო ვადა განისაზღვრება ლექტორის მიერ.

  • გასცემთ თუ არა კურსის დასრულების შემდგომ დასაქმების გარანტიას?

ჩვენ კურსდამთავრებულებს მაქსიმალურად ვეხმარებით დასაქმების პროცესში. კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში გაწვდით ინფორმაციას, ასევე გაგიწევთ რეკომენდაციას. თუმცა, არსებული გარემოს გათვალისწინებით ვერ მოგცემთ ჩვენი მხრიდან თქვენი დასაქმების აბსოლუტურ გარანტიას.

  • ვის მივმართოთ თუ რაღაც არ იხსნება, არ იტვირთება ან არ მუშაობს?

ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს ლექტორს. ასევე, ნებისმიერი საორგანიზაციო კითხვისთვის დაგვიკავშირდით (+995) 571 381 166 / (+995) 595 511 355 .

სხვა კურსები

Toggle Dark Mode
en_USEnglish