შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 საათი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
Lecturers:
არჩილ შენგელია – Cisco ქსელური აკადემიის ინსტრუქტორი, SCSA-ლექტორი, კიბერ უსაფრთხოებაში Fortinet-ის სერტიფიცირებული წევრი.
კურსის ანოტაცია:
კურსი განკუთვნილია IT უსაფრთხოების პროფესიონალებისათვის. კურსი მსმენელებს მისცემს უსაფრთხოების მდგომარეობის შენარჩუნების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და გამოსწორებისათვის საჭირო ცოდნას. კურსი ასევე მოიცავს სისტემაში იდენტიფიცირების, წვდომის, უსაფრთხოების პლატფორმის, მონაცემებისა და აპლიკაციების, უსაფრთხოების ოპერაციების შექმნისთვის საჭირო ცოდნას.
კურსი განკუთვნილია Azure-თან მომუშავე უსაფრთხოების ინჟინრებისთვის, რომლებიც მუშაობენ სისტემური უსაფრთხოების მიმართულებით. კურსი ასევე საინტერესოა ინჟინრებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან Azure-ზე დაფუძნებული ციფრული პლატფორმების უსაფრთხოების უზრუნველყოფითა და ორგანიზაციის მონაცემთა დაცვით.
კურსის წინაპირობა:
კურსზე დაშვებისათვის მსმენელს უნდა ჰქონდეს გავლილი Microsoft Azure-ს საფუძვლები.
კურსის წარმატებით დასრულებისას თქვენ შეძლებთ:
- Azure-ს არქიტექტურული კომპონენტების და სერვისების აღწერას, როგორებიცაა ქსელები, მეხსიერება და მართვა;
- ასევე შეძლებთ Azure-ს მახასიათებლების კონფიგურაციას და უსაფრთხოების, მართვის და ადმინისტრირების სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებას;
- Azure-ს გამოყენებით კომპანიისთვის უსაფრთხოების სისტემის შექმნას, შეცვლას და მართვას;
- სისტემაში არსებული მოწყვლადობების იდენტიფიცირებას, პრობლემების აღმოფხვრას და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას.
კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, SCSA-ს მიერ გაცემულ სერთიფიკატთან ერთად მიიღებთ Microsoft-ის მიერ გაცემულ სერთიფიკატს. ასევე, ეს კურსი დაგეხმარებათ Microsoft-ის AZ-500 (Azure-ს ასოცირებული უსაფრთხოების ინჟინრის) სერთიფიკატისთვის მომზადებაში.
ჩატარების ტიპი: online/offline
კურსის საფასური 300 ლარი.
კურსის საფასური SCSA წევრებისთვის: 250 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ



