სისტემური ადმინისტრირების საფუძვლები დამწყებთათვის

შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (საერთო ხანგრძლივობა: 20 საათი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

Lecturers:

შალვა სიმონიშვილი – ინფორმაციული უსაფრთხოების უფროსი ოფიცერი, IT/კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, OSCP სერტიფიცირებული სპეციალისტი.

სასწავლო კურსის ანოტაცია:

Course განკუთვნილია დამწყები სისტემური ადმინისტრატორებისთვის, რომლებიც სურთ სისტემების, ქსელისა and უსაფრთხოების საფუძვლების შესწავლა. Course მოიცავს როგორც Windows, ასევე Linux გარემოებთან მუშაობას, ასევე ქსელის, ვირტუალიზაციის, სისტემის მონიტორინგის, and უსაფრთხოების ძირითად კონცეფციებს.

კურსის თემატიკა მოიცავს:

  • ოპერაციული სისტემების მიმოხილვა: Windows and Linux.
  • Command Line გამოყენება (Bash and PowerShell).
  • ქსელის მართვა და უსაფრთხოება.
  • სისტემის მონიტორინგი და ლოგირება.
  • ავტომატიზაცია და სკრიპტირება.

კურსის წინაპირობა:

კურსზე დაშვებისათვის მსმენელს არ სჭირდება წინასწარი ცოდნა სისტემური ადმინისტრირების შესახებ, თუმცა კომპიუტერის საფუძვლების ცოდნა სასურველია.

კურსის წარმატებით დასრულებისას თქვენ შეძლებთ:

  • ოპერაციული სისტემების (Linux და Windows) საფუძვლების გაგებას და მართვას.
  • მომხმარებლების და ჯგუფების შექმნას, მათ უფლებების მართვას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
  • ქსელის ადმინისტრირებას: ქსელური ინსტრუმენტების და მომსახურების კონფიგურაცია.
  • სისტემების მონიტორინგი, პრობლემების დიაგნოსტიკა და ლოგირება.
  • ვირტუალიზაციის გამოყენებას და სისტემის ავტომატიზაციის უნარების განვითარებას.
  • სარეზერვო ასლების შექმნასა და ავარიული აღდგენის დაგეგმვას.

ჩატარების ტიპი: online

კურსის საფასური: 300 ლარი 

სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 250 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

 

 

Subscribe to Your Cyber News

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

1. სისტემური ადმინისტრირების Network: სისტემური ადმინისტრატორის როლების, მოვალეობებისა and ოპერაციული სისტემების საფუძვლების მიმოხილვა.

2. მუშაობა Linux სისტემებთან: Linux-ის ინსტალაცია, მომხმარებლების მართვა and ფაილების ნებართვები.

3. Windows სისტემური ადმინისტრირება: Windows-ის გარემოს გაცნობა, მომხმარებლების მართვა and PowerShell-ის საფუძვლები.

4. ფაილური სისტემები and მეხსიერების მართვა: ფაილური სისტემების, დისკების მართვისა and მეხსიერების კონფიგურაციის სწავლება.

5. ქსელური საფუძვლები სისტემური ადმინისტრირებისათვის: ქსელური ინსტრუმენტები, IP კონფიგურაცია and დისტანციური მართვა.

6. სისტემის მონიტორინგი and წარმადობა: მონიტორინგის and პრობლემების აღმოფხვრის ინსტრუმენტები and მეთოდები.

7. პროგრამული უზრუნველყოფის მართვა and ინსტალაცია: პროგრამების ინსტალაცია, განახლება and წაშლა Linux and Windows სისტემებში.

8. ავტომატიზაცია and სკრიპტინგი: ავტომატიზაციის დავალებების შესრულება Bash სკრიპტინგით Linux-ში and PowerShell-ით Windows-ში.

9. სისტემური უსაფრთხოების საფუძვლები: მომხმარებლის მართვა, firewall-ის კონფიგურაცია, სისტემური განახლებები and უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკები.

10. სარეზერვო კოპირება and კატასტროფების აღდგენა: სარეზერვო კოპირების სტრატეგიები, ინსტრუმენტები, კატასტროფების აღდგენის დაგეგმვა and პრაქტიკული სარეზერვო კონფიგურაცია.

 

პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი დამწყებთათვის?

დიახ, შესაფერისია. კურსის წარმატებით ასათვისებლად სასურველია რომ გქონდეთ კომპიუტერული საფუძვლების ცოდნა. 

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი პროფესიონალებისთვის/დამწყები სპეციალისტებისთვის? 

კურსი საინტერესო იქნება სპეციალისტებისთვის, მაგრამ ვურჩევდით, ჯერ კურსის პროგრამას გაეცნონ.

  • ვსწავლობდი ვებ პროგრამირებას/პროგრამირებას/ქსელებს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ცოდნაში. იქნება თუ არა ეს კურსი ჩემთვის სასარგებლო?

გირჩევთ გადაამოწმოთ პროგრამა – თუ თემების უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ საკმარისად კარგად აითვისებთ მასალებს, თუ არა – გირჩევთ, გაიაროთ კურსი ჩვენთან. ასევე, ჩვენს მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ გაგიწიონ სატელეფონო კონსულტაცია და დაგეხმარონ თქვენთვის საუკეთესო, თქვენზე მორგებული ტრენინგის შერჩევაში.

  • რა მოხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში. სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. გადახდის შემდეგ თქვენ დაემატებით მონაწილეთა სიას. ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ კურსის დაწყების თარიღს და შეუერთდეთ თქვენს ჯგუფს.

  • როგორ უნდა გადავიხადო კურსის საფასური?

რეგისტრაციის შემდეგ,  სამუშაო დღის განმავლობაში  მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. ასევე, მენეჯერს შეუძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე/მეილზე დეტალების დასაზუსტებლად.

  • შემიძლია თუ არა კურსის საფასურის გადახდა ინვოისით?

რა თქმა უნდა! ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ჩვენთან სასწავლებლად. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ ჩვენს ფინანსურ მენეჯერს, რომ გსურთ ინვოისის მიღება.

  • როგორია კურსის ფორმატი?

კურსი ჩატარდება დისტანციურად: ლაივ რეჟიმში გაკვეთილები ჩატარდება ლექტორის თანხლებით. ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა დაუსვათ შეკითხვა უშუალოდ ლექტორს.

  • როდის იწყება ლექციები? / როდის მექნება წვდომა კურსის ჯგუფზე?

თუ თქვენ ჩაერთვებით ონლაინ, ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი მენეჯერი ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნით ტრენინგზე დასასწრებ/შემოსასვლელ ბმულს.   

  • კურსის განმავლობაში დამჭირდება თუ არა ლეპტოპი/კომპიუტერი და როგორ?

თუ აუდიტორიაში ესწრებით ლექციას მაშინ კურსისთვის საჭირო კომპიუტერი/ლეპტოპი დაგხვდებათ საკლასო ოთახში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუდიტორიაშიც წამოიღოთ თქვენი პირადი ლეპტოპი.

თუ თქვენ აირჩევთ ტრენინგის ონლაინ სწავლების მეთოდს, მაშინ დაგჭირდებათ სტანდარტული ლეპტოპი/კომპიუტერი.

  • იქნება თუ არა კურსზე საშინაო დავალება?

დიახ, კურსის წარმატებით გავლა დამოკიდებულია საშინაო დავალების შესრულებაზე. ჩვენი პედაგოგები გირჩევენ შეასრულოთ ყველა საშინაო დავალება.

  • გაკეთდება თუ არა გაკვეთილების ჩანაწერი?

დიახ, ჩანაწერი კეთდება და ხელმისაწვდომია მსმენელებისათვის კურსის განმავლობაში. თუმცა, დასწრება მნიშვნელოვანია კურსის წარმატებით გასავლელად.

  • კურსის დასრულების შემდგომ მივიღებ თუ არა სერთიფიკატს?

კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს. სერთიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია ფინალური გამოცდის ან/და პროექტის შესრულება. შესასრულებელი სამუშაოს საბოლოო ვადა განისაზღვრება ლექტორის მიერ.

  • გასცემთ თუ არა კურსის დასრულების შემდგომ დასაქმების გარანტიას?

ჩვენ კურსდამთავრებულებს მაქსიმალურად ვეხმარებით დასაქმების პროცესში. კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში გაწვდით ინფორმაციას, ასევე გაგიწევთ რეკომენდაციას. თუმცა, არსებული გარემოს გათვალისწინებით ვერ მოგცემთ ჩვენი მხრიდან თქვენი დასაქმების აბსოლუტურ გარანტიას.

  • ვის მივმართოთ თუ რაღაც არ იხსნება, არ იტვირთება ან არ მუშაობს?

ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს ლექტორს. ასევე, ნებისმიერი საორგანიზაციო კითხვისთვის დაგვიკავშირდით (+995) 591 339 884  / (+995) 571 381 166 / (+995) 595 511 355.

სხვა კურსები

Toggle Dark Mode
en_USEnglish