2 აპრილს , სასტუმრო “სტამბაში” „კავკასუს ონლაინმა“, როგორც .GE ზონის ადმინისტრატორმა, დომენური ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში DNSSEC-ის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო .GE ზონის რეფორმის შემდგომი პერიოდის მიმოხილვა, ასევე საერთშორისო პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული შედეგები და დანერგილი ახალი სერვისები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო DNSSEC ტექნოლოგიას, რომელიც წარმოადგენს Domain Name System-ის გაფართოებას და უზრუნველყოფს DNS მონაცემების სანდოობას.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა პანელური დისკუსია, რომელსაც სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ვლადიმერ უძღვებოდა.
დისკუსიის ფარგლებში საქართველოს ციფრული მმართველობის სტრატეგიაზე, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და კოორდინაციის გაძლიერებაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ.

