საქართველოში ახალგაზრდა შეღწევადობის ტესტერების უნივერსიტეტი დაარსდება

საქართველოში ახალგაზრდა შეღწევადობის ტესტერების უნივერსიტეტი დაარსდება

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია, კავკასიის უნივერსიტეტთან და კიბერ უსაფრთხოების ცენტრთან ერთად შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. 

პროექტის ფარგლებში იგეგმება „ახალგაზრდა შეღწევადობის ტესტერების უნივერსიტეტის“ დაარსება. რომლის მიზანია საქართველოს სკოლებში, უფროსკლასელებში კიბერ უსაფრთხოების, კერძოდ შეღწევადობის ტესტირების განვითარება, როგორც პრაქტიკული ასევე სამეცნიერო კუთხით.

„ახალგაზრდა შეღწევადობის ტესტერების უნივერსიტეტის“ პროექტის ფარგლებში  მონაწილეები მოისმენენ ინტერაქტიულ ლექციებს, გაეცნობიან მოწინავე  ექსპერტების მიგნებებს და შეისწავლიან კიბერ უსაფრთხოების, კერძოდ შეღწევადობის ტესტირების  მიმართულებას. შედეგად, მსმენელებს მიეცემათ ისეთი ცოდნის ბაზა, რომელსაც სამომავლოდ გაიღრმავებენ და თავად შეძლებენ სამეცნიერო მოღვაწეობის, ან პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას. მსმენელთა ყურადღება დაეთმობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის და აპრობირებული მეთოდიკის ძირითად მიმართულებებს. დამსწრე საზოგადოებას მიეცემა საშუალება  ჰიბრიდულ რეჟიმში მიიღონ წვდომა ყველა თანამედროვე მოწყობილობის იმიტატორ/სიმულატორებზე.

პროექტის ხელმძღვანელი და ლექტორია სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი – მაქსიმ იავიჩი.

პროექტის კოორდინატორი და ლექტორია – კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ახალაია

პროექტის ლექტორებია: მათემატიკოსი, პროფესორი ავთანდილ გაგნიძე და კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი, SCSA -ს შეღწევადობის ტესტირების გუნდის ხელმძღვანელი – სერგეი სიმონოვი.

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association