16 დეკემბერი – კიბერ უსაფრთხოების კონფერენცია-სემინარი

16 დეკემბერი – კიბერ უსაფრთხოების კონფერენცია-სემინარი

16 დეკემბერს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში, თბილისში ჩატარდა სემინარი-კონფერენცია კიბერ უსაფრთხოებაში. ღონისძიება იყო ორგანიზებულია სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მიერ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
ღონისძიებაზე იყო გავრცელებული უახლესი შედეგები პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფიის პროექტებში.

ასევე იყო წარდგენილი ინფორმაცია სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) აქტივობების და სამომავლო გეგმების შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროფესორები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, წარმომადგენლები როგორც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებიდან. აგრეთვე კონფერენციას ესწრებოდნენ კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები და უნივერსიტეტების სტუდენტები.

სამეცნიერო ღონისძიებების მთავარი დანიშნულება არის კიბერ უსაფრთხოების დარგში ახალი ტექნოლოგიების და მეთოდების გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციაზე გაკეთდა შემდეგი მოხსენებები:

1. სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) აქტივობები და მთავარი მიზნები – გიორგი იაშვილი, პროექტების მენეჯერი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია (SCSA);

2. “პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფიის” პროექტის შედეგები – მაქსიმ იავიჩი, დამფუძნებელი და პრეზიდენტი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია (SCSA);

3. საქართველოში კიბერ უსაფრთხოების გამოწვევები – ვლადიმერ სვანაძე, “ინტერნეტის განვითარების ინიციატივის” (IDI) ხელმძღვანელი;

4. კიბერსივრცის გამოყენება თანამედროვე კონფლიქტებში – ანდრო გოცირიძე, კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი, თავდაცვის სამინისტროს კიბერ უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი (2014-2017 წლებში);

5. როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი თანამედოვე კიბერ შეტევებისგან – ზაზა მეთაფლიშვილი, კომპანია “Integra”;

6. კიბერ თავდასხმები სახელმწიფო ორგანოებზე – არტიომ მიხაილოვი, რეგიონალური მენეჯერი, ISSP;

კონფერენციაზე ასევე იყო დაანონსებული SCSA-ს გეგმები ახალი პროექტის – კიბერ ბანაკის შესახებ, რომელიც განხორციელდება სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის. პროექტი დაეხმარება ახალი კიბერ უსაფრთხოების ექსპერტების აღზრდაში და საქართველოში ზოგადი კიბერ უსაფრთხოების დონის ამაღლებაში

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association