კონფერენცია კიბერდანაშაული და კიბერუსაფრთხოების ნორმებთან თავსებადობა

კონფერენცია კიბერდანაშაული და კიბერუსაფრთხოების ნორმებთან თავსებადობა

მოგმართავთ Cyber Secure Central (თბილისი და ჰონგ კონგი), Chain Enterprises (ნევადა, აშშ), Cyber Security Educational Center (თბილისი) და Scientific Cyber Security Association (თბილისი) -ს სახელით.

მსურს მოგიწვიოთ საერთაშორისო კონფერენციაზე – კიბერდანაშაული და კიბერუსაფრთხოების ნორმებთან თავსებადობა, რომელიც ჩატარდება სასტუმროში „ძველი თბილისი“ (თბილისი, საქართველო),

2019 წლის 1 და 2 ივნისს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია აქ. 

სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის გამომწერებს საშუალება ეძლევათ კონფერენციის ბილეთები შეიძინონ ათ პროცენთიანი (10%) ფასდაკლებით.

ამისათვის გამოიყენეთ პრომო კოდი: SCSA10SALE

კიბერდანაშაულის პრევენცია, გამოვლენა და მასთან ბრძოლა განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. ასევე პრობლემატურია კიბერუსაფრთხოების ნორმებთან სრული თავსებადობის მიღწევა.

თავსებადობა იცავს როგორც თქვენი კომპანიის ბიზნეს-უწყვეტობას, ასევე თქვენი მომხმარებლების მონაცემებსა და პერსონალურ ინფორმაციას პოტენციური შეტევების ან გაჟონვისაგან. რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური დანაკარგები, რისკის ქვეშ დააყენოს თქვენი რეპუტაცია და სახელმწიფოს ან მარეგულირებლის მხრიდან სანქციები გამოიწვიოს. გარდა ამისა, კომპანიის თავსებადობა კიბერუსაფრთხოების ნორმებთან ემსახურება კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენს მომხმარებლებს შესთავაზოთ მონაცემებისა და მონაცემთა გადაცემის უსაფრთხოება.

საერთაშორისო კონფერენციაზე „კიბერდანაშაული და კიბერუსაფრთხოების ნორმებთან თავსებადობა“ განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის ნორმები და მათთან თავსებადობა, მათთან დაკავშირებული რისკები, უფლებები და რეგულაციები. ასევე განხილული იქნება კიბერუსაფრთხოების ნორმებთან თავსებადობის ეკონომიკური საკითხები, კიბერდანაშაულის, მონაცემთა გატეხვისა და მასთან დაკავშირებული ფინანსური სანქციებისგან დაცვა და პრევენცია. კონფერენცია ფოკუსირდება კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო და ეროვნულ ნორმებთან თავსებადობის უზრუნველყოფაზე, თქვენი ბიზნესის კიბერუსაფრთხოებისთვისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

ასევე, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა იხილოთ კიბერ დანაშაულის სიმულაცია რეალურ დროში, გაეცნოთ პენტესტინგის მნიშვნელობას და გზებს კიბერ დანაშაულის შესაჩერებლად და კიბერ კრიმინალების დასაჭერად.

კონფერენციის სპიკერები იქნებიან:

გეინორ ოგდენ (ინგლისისა და უელსის სახალხო დამცველის სერვისის ხელმძღვანელი. 2000-2007 წწ.)

მაკა პეტრიაშვილი (კიბერუსაფრთხოების ტრენერი და კონსულტანტი, CYSEC Cyber Security Educational Center დამფუძნებელი)

ჯონ ჩეინი (ბლოკჩეინის ექსპერტი,  Chain Enterprises LLC – დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ნევადა, აშშ)

მაქსიმ იავიჩი (კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, კომპიუტერული მეცნიერების პროფესორი, Scientific Cyber Security Association – დამფუძნებელი და პრეზიდენტი)

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association