სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია SCSA არის BIT SENTINEL (DefCamp – ის ორგანიზატორი) ექსკლუზიური წარმომადგენელი რეგიონში. SCSA გთავაზობთ კიბერუსაფრთხოების მომსახურების ფართო სპექტრს:
შეღწევადობის ტესტირების დროს ჩვენი სპეციალისტები აფასებენ სისტემის უსაფრთხოების დონეს დამატებითი წვდომის გარეშე (გარედან). სისტემაში იძებნება უსაფრთხოების პრობლემები და ამის გამოყენებით ცდილობენ სისტემაში შეღწევას. ამ აქტივობის მიზანი არის სისტემაზე კონტროლის მოპოვება. შეღწევადობის ტესტირების შედეგად კლიენტს ვაწვდით მისი სისტემის უსაფრთხოებაზე და არსებულ სისუსტეებზე დეტალურ ინფორმაციას და შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებისთვის.
უსაფრთხოების აუდიტის დროს ჩვენი სპეციალისტები აფასებენ ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დონეს დამატებითი წვდომის გამოყენებით (შიგნიდან). უსაფრთხოების აუდიტის პროცესში ასევე ხდება სისტემის მომხმარებლების ან/და თანამშრომლების უსაფრთხოების მიმართულებით დონის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტრენინგების დაგეგმვა. უსაფრთხოების აუდიტის შედეგად ხდება ობიექტის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დონის შესახებ დეტალურ ინფორმაციის და შესაბამისი რეკომენდაციების კლიენტისთვის მიწოდება.
თითოეული ტრენინგის პროგრამა მუშავდება ორგანიზაციის საჭიროებების ან/და მოთხოვნების საფუძველზე. კიბერუსაფრთხოების ტრენინგები შესაძლოა იყოს ორიენტირებული ორგანიზაციის თანამშრომლებზე, მენეჯერებზე, ტოპ მენეჯერებზე ან IT პერსონალზე.
ვებსაიტებებზე უსაფრთხოების ფუნქციების დამატება ან/და გამართვა. აგრეთვე შესაძლებელია უსაფრთხოების სისტემატიური მხარდაჭერა.
შპს კომპიუტერული მეცნიერების სემინარებთან პარტნიორობით
IN THE PARTNERSHIP WITH LTD COMPUTER SCIENCE SEMINARS
SUPPORT BY UTOWEB.COM