დღეს კავკასიის უნივერსიტეტი – Caucasus Universityში დაიწყო კიბერ უსაფრთხოების ლიგა. სადაც მე10-მე12 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებიან კიბერ უსაფრთხოების დავალებების ამოხსნაში. გუნდები, სპეციალურად შექმნილ პლათფორმაზე ხსნიან ე.წ. ჰაკათონის ტიპის challenge_ებს.
გამარჯვებულ გუნდებს, პირველ, მეორე და მესამე ადგილს გადაეცემათ კავკასიის უნივერსიტეტის და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრიზები.