ილიას მიღებული აქვს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების მიმართულებით და მაგისტრის ხარისხი ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემებში. ამჟამად მუშაობს უფროს სისტემურ ადმინისტრატორად.
ილია დაინტერესებულია ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში ახალი უნარების შესწავლითა და ცოდნის გაღრმავებით. მისი მიზანია კარიერული ზრდა IT სფეროსა და განვითარებადი ტექნოლოგიების უფრო სიღრმისეულად შესწავლა.