შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 საათი)
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორი:
ირაკლი გუგუნაშვილი – გარემოს დაცვის სამინისტროს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის Python დეველოპერი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი.
სასწავლო კურსის ანოტაცია:
AI (ხელოვნური ინტელექტი) ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია კომპიუტერული მეცნიერების სფწროში. ის გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებაში როგორიცაა: მანქანური სწავლება, მონაცემთა ანალიზი, ავტომატიზაცია, ოპტიმიზაცია, მოდელირება და სიმულაცია, გადაწყვეტილების მიღება და ა.შ. კურსი იწყება ფუნდამენტური თემებით, როგორიცაა მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები და მოიცავს AI-ის ძირითადი ტექნიკებისა და მეთოდების განხილვას. თეორიულ ცოდნასთან ერთად, კურსის მსმენელებს საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა პრაქტიკულ ამოცანებში გამოცადონ. სალექციო კურსის განმავლობაში სტუდენტები როგორც დამოუკიდებლად, ასევე ერთობლივად იმუშავებენ, დაწერენ პროგრამებს და გადაჭრიან სხვადასხვა სტანდარტულ პრობლემებს, ისწავლიან ამოცანების პროგრამულად გადაჭრას.
სასწავლო კურსის მიზანი:
კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს მისცეს ფუნდამენტური და პრაქტიკული ცოდნა ხელოვნური ინტელექტის სფეროში. პრაქტიკული სავარჯიშოებით მსმენელებს დაეხმაროს დამოუკიდებლად შეძლონ ჭკვიანი სისტემებისა და პროგრამების აწყობა, რაციონალურობისა და ინტუიციის პროგრამულად სიმულაცია. ასწავლოს მათ მონაცემთა ანალიზის, მანქანური სწავლებისა და სხვა AI ტექნიკების თავისებურებები.
კურსის შედეგები:
სასწავლო კურსის შემდგომ თქვენ შეძლებთ:
- მანქანური სწავლებისა და AI ტექნიკების თავისებურებების ახსნას;
- ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების საფუძვლების ახსნას;
- დამოუკიდებლად ჭკვიანი სისტემებისა და პროგრამების აწყობას;
- რაციონალურობის და ინტუიციის პროგრამულ სიმულაციას.
სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობა:
კურსის წინაპირობაა python პროგრამირების ენის ძირითადი პრინციპების ცოდნა (python საფუძვლების ცოდნა).
ჩატარების ტიპი: online
კურსის საფასური: 300 ლარი
საფასური SCSA წევრებისთვის: 250 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ