ახალი პროექტი „კომპიუტერული მეცნიერების და კიბერ უსაფრთხოების საბავშვო უნივერსიტეტი“

ახალი პროექტი „კომპიუტერული მეცნიერების და კიბერ უსაფრთხოების საბავშვო უნივერსიტეტი“

კავკასიის უნივერსიტეტმა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციამ SCSA გაიმარჯვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ჩატარებულ საგრანტო კონკურსში.

პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები ისწავლიან კიბერ უსაფრთხოებასა და პროგრამირებას. პროექტის მონაწილეები – სტუდენტები 10 – 12 კლასის სკოლის მოსწავლეები იქნებიან. სტუდენტები მენტორებთან ერთად იქნებიან ჩართული კვლევის პროცესში და გააკეთებენ სამეცნიერო პუბლიკაციას, რომელიც იქნება გამოქვეყნებული სამეცნიერო და პრაქტიკულ კიბერ უსაფრთხოების ჟურნალში SPCSJ.  ყველა სტუდენტი მიიღებს სერტიფიკატს კავკასიის უნივერსიტეტის და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციისგან.

პროექტის ფარგლებში იქნება შემუშავებული კიბერ უსაფრთხოების სასწავლო პლატფორმა, სადაც სტუდენტები შეძლებენ კომუნიკაციას და სწავლას.

პროექტის ხელმძღვანელი არის კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორ მაქსიმ იავიჩი.

პროექტის კოორდინატორი არის კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პროექტ მენეჯერი, კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი გიორგი იაშვილი.

პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

მონაწილეებისთვის პროექტი იქნება უფასო.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association