+995 595 51 13 55 / +995 591 05 09 89

eTwinning – უსაფრთხო ინტერნეტი

eTwinning – უსაფრთხო ინტერნეტი

სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია eTwinning – ის პროექტ „უსაფრთხო ინტერნეტი”-ის ფარგლებში ეწვია  თბილისის კლასიკური გიმნაზიას. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ პროფესორ მაქსიმ იავიჩი – კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელძღვანელი და გიორგი იაშვილი – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პროექტების მენეჯერი, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის ლექტორი. 

პროექტში მონაწილეობდნენ თბილისის კლასიკური გიმნაზიის V-IX კლასის მოსწავლეები, სადაც მათ ძალზედ საინტერესო ფილმი და საუკეთესო ფერწერული პლაკატი წარმოადგინეს, რისთვისაც დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სიგელებით. 

Back to top