ბრაზოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტი, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტთან და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციასთან ერთად, პითონისა და კიბერუსაფრთხოების ონლაინ კონკურს მართავს სახელწოდებით „პითონისა და კიბერუსაფრთხოების ბრძოლა“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ნებისმიერი ქვეყნიდან.
მონაწილეებმა უნდა შექმნან 2-3 სტუდენტისგან შემდგარი გუნდები, რომლებიც წარადგენენ თავიანთ იდეებს, პროექტებს, პროგრამულ სისტემებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
• სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც მიეკუთვნებიან 14-19 წლის ასაკობრივ ჯგუფს. მათ უნდა შექმნან 2-3 მოსწავლისგან დაკომპლექტებული ჯგუფები და კონკურსის დროს წარადგინონ თავიანთი პროექტები;
• უნივერსიტეტის სტუდენტებს (საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის), მათ უნდა შექმნან 2-3 სტუდენტისგან დაკომპლექტებული ჯგუფები და კონკურსის დროს წარადგინონ თავიანთი პროექტები.
• უნივერსიტეტის სტუდენტებს (საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის), მათ უნდა შექმნან 2-3 სტუდენტისგან დაკომპლექტებული ჯგუფები და კონკურსის დროს წარადგინონ თავიანთი პროექტები.
თითოეულმა ჯგუფმა 10-15 წუთიანი პრეზენტაცია უნდა ჩაატაროს საკუთარი პროექტის შესახებ, რომელიც რომელიმე ან ორივე კატეგორიაში იქნება რეგისტრირებული – Python battle და Cyber Battle. კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 10 დეკემბერს.
პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
• შემოთავაზებული იდეის სიახლე, დროსთან რელევანტურობა და პერსპექტივა;
• რეალურ სამყაროსთან შესაბამისობა, რაც გულისხმობს პრობლემის რეალურად შეფასებას ან რეალურ სამყაროში გამოყენების შემთხვევის მასშტაბს და მნიშვნელობას;
• პროექტის საერთო ხარისხი, რომელიც ეხება იდეის შესაბამისობას, პროგრამული გადაწყვეტის დიზაინს და განხორციელების ხარისხს;
• პრეზენტაციის ხარისხი, რომელიც ითვალისწინებს იდეის დეტალურ წარმოდგენას, არჩევანის დასაბუთებას მის რეალურ სამყაროში შესაბამისობასთან, სისტემის არქიტექტურის მკაფიო და ლაკონურ წარმოდგენას და მის განხორციელებულ პროტოტიპს.
კონკურსის გამარჯვებულებს, რომლებიც დაიკავებენ პირველ, მეორე და მესამე ადგილს გადაეცემათ სერტიფიკატები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე:
რეგისტრაცია მთავრდება: 30 ნოემბერს
საკონტაქტო პირები:
რაზვან ბოკუ – ასოცირებული პროფესორი, დოქტორი (ტრანსილვანიის უნივერსიტეტი ბრასოვში, რუმინეთი), ელფოსტა: razvan@bocu.ro
რაზვან ბოკუ – ასოცირებული პროფესორი, დოქტორი (ტრანსილვანიის უნივერსიტეტი ბრასოვში, რუმინეთი), ელფოსტა: razvan@bocu.ro
მაქსიმ იავიჩი – პროფესორი, დოქტორი (კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო), ელფოსტა: miavich@cu.edu.ge
გიორგი ახალაია (სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია, საქართველო), ელფოსტა: gakhalaia@cu.edu.ge