PaloAlto Firewall 11.0 Essential

შეხვედრების რაოდენობა:10 შეხვედრა (საერთო ხანგრძლივობა: 20 საათი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორი:

არჩილ შენგელია – კომპანია Cisco ქსელური აკადემიის ინსტრუქტორი; SCSA-ლექტორი; კიბერ უსაფრთხოებაში Fortinet-ის სერტიფიცირებული წევრი.

სასწავლო კურსის ანოტაცია:

Palo Alto წარმოადგენს კიბერ უსაფრთხოების გადაწყვეტების მწარმოებელ ერთ-ერთ წამყვან კომპანიას. ქსელების და უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანია Firewall-ის მართვის, კონგიფურაციის, ტრაფიკის მონიტორინგისა და ადმინისტრირების სიღრმისეული ცოდნა. Firewall 11.0 Essentials წარმოადგენს კომპანიის Next-Generation Firewall-ების მართვისათვის განკუთვნილ პრაქტიკულ და თეორიულ კურსს.

სასწავლო კურსის შედეგები:

ამ კურსის წარმატებით დასრულებისას სტუდენტებს შეეძლებათ დააკონფიგურირონ და მართონ Palo Alto ქსელების Next-Generation Firewall-ები. კურსი მოიცავს Firewall-ის კონფიგურაციის, მართვისა და მონიტორინგის პრაქტიკულ სამუშაოებს, რომელიც ჩატარდება ონლაინ ლაბორატორიულ გარემოში.

კურსის დასრულების შემდგომ სტუდენტები შეძლებენ:

– დააკონფიგურირონ და მართონ Palo Alto Networks-ის ახალი თაობის firewall (Next Generation Firewall);

– მოახდინონ უსაფრთხოებისა და NAT პოლიტიკის კონფიგურაცია და მართვა, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოების ზონებიდან არა უსაფრთხო ინტერნეტ ქსელისკენ და ინტერნეტ ქსელიდან ზონისკენ მიმართული ტრაფიკი;

– საფრთხეების პრევენციის სტრატეგიების კონფიგურაცია და მართვა, რათა დაბლოკონ ტრაფიკი ცნობილი და უცნობი IP მისამართებიდან, დომენებიდან და URL-ებიდან;

– ქსელის ტრაფიკის მონიტორინგი ინტერაქტიული ვებ ინტერფეისისა და firewall-ის ანგარიშების გამოყენებით.

სამიზნე აუდიტორია:

უსაფრთხოების ინჟინრები (Security Engineers), უსაფრთხოების ადმინისტრატორები (Security Administrators), უსაფრთხოების ოპერაციების სპეციალისტი (Security Operations Specialists), უსაფრთხოების ანალიტიკოსი (Security Analysts) და მხარდაჭერის ჯგუფი Support Staff)

წინაპირობები:

სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ ქსელის კონცეფციების საბაზისო ცონდა, მათ შორის მარშრუტიზაციის, სვიჩინგის და IP მისამართების გამოყენებისა და დანერგვის ჩათვლით, ასევე უნდა იცნობდნენ ქსელებისა და სისტემების უსაფრთხოების ძირითად კონცეფციებს და გააჩნდეთ შეღწევის პრევენციისა და აღმოჩენის სისტემებზე, ქსელის უსაფრთხოების მოწყობილობებზე როგორიცაა: Firewall, Intrusion Detection/ Intrusion Prevention System, Network Monitoring Systems საბაზისო ცოდნა.

რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

შეხვედრა 1: Palo Alto Networks პორტფოლიო და არქიტექტურა; Firewall-ის საწყისი პარამეტრების კონფიგურაცია

შეხვედრა 2: Firewall-ის კონფიგურაციების მართვა; Firewall-ის ადმინისტრატორის ანგარიშების მართვა

შეხვედრა 3: Firewall-ის დაკავშირება საწარმოო ქსელებთან უსაფრთხოების ზონების მეშვეობით

შეხვედრა 4: უსაფრთხოების პოლიტიკის წესების შექმნა და მართვა

შეხვედრა 5: NAT-ის შექმნა და მართვა პოლიტიკის წესებით

შეხვედრა 6: აპლიკაციის გამოყენების კონტროლი App-ID-ით

შეხვედრა 7: ცნობილი საფრთხეების დაბლოკვა უსაფრთხოების პროფილების გამოყენებით; შეუსაბამო ვებ ტრაფიკის დაბლოკვა URL ფილტრით

შეხვედრა 8: უცნობი საფრთხეების დაბლოკვა Wildfire ტექნოლოგიით

შეხვედრა 9: ქსელის რესურსებზე წვდომის კონტროლი მომხმარებლის ID-ით; საფრთხის დაბლოკვის მიზნით გაშიფვრის გამოყენება დაშიფრულ ტრაფიკში

შეხვედრა 10: ჟურნალებისა და ანგარიშების გამოყენებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება

პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი დამწყებთათვის?

არა, კურსის დასაწყებად მსმენელებს უნდა ჰქონდეთ ქსელის კონცეფციების საბაზისო ცონდა, მათ შორის მარშრუტიზაციის, სვიჩინგის და IP მისამართების გამოყენებისა და დანერგვის ჩათვლით, ასევე უნდა იცნობდნენ ქსელებისა და სისტემების უსაფრთხოების ძირითად კონცეფციებს და გააჩნდეთ შეღწევის პრევენციისა და აღმოჩენის სისტემებზე, ქსელის უსაფრთხოების მოწყობილობებზე

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი პროფესიონალებისთვის/დამწყები სპეციალისტებისთვის? 

კურსი საინტერესო იქნება სპეციალისტებისთვის, მაგრამ ვურჩევდით, ჯერ კურსის პროგრამას გაეცნონ.

  • ვსწავლობდი ქსელებს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ცოდნაში. იქნება თუ არა ეს კურსი ჩემთვის სასარგებლო?

გირჩევთ გადაამოწმოთ პროგრამა – თუ თემების უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ საკმარისად კარგად აითვისებთ მასალებს, თუ არა – გირჩევთ, გაიაროთ კურსი ჩვენთან. ასევე, ჩვენს მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ გაგიწიონ სატელეფონო კონსულტაცია და დაგეხმარონ თქვენთვის საუკეთესო, თქვენზე მორგებული ტრენინგის შერჩევაში.

  • რა მოხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში. სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. გადახდის შემდეგ თქვენ დაემატებით მონაწილეთა სიას. ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ კურსის დაწყების თარიღს და შეუერთდეთ თქვენს ჯგუფს.

  • როგორ უნდა გადავიხადო კურსის საფასური?

რეგისტრაციის შემდეგ,  სამუშაო დღის განმავლობაში  მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. ასევე, მენეჯერს შეუძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე/მეილზე დეტალების დასაზუსტებლად.

  • შემიძლია თუ არა კურსის საფასურის გადახდა ინვოისით?

რა თქმა უნდა! ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ჩვენთან სასწავლებლად. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ ჩვენს ფინანსურ მენეჯერს, რომ გსურთ ინვოისის მიღება.

  • როგორია კურსის ფორმატი?

კურსი ჩატარდება დისტანციურად: ლაივ რეჟიმში გაკვეთილები ჩატარდება ლექტორის თანხლებით. ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა დაუსვათ შეკითხვა უშუალოდ ლექტორს.

  • როდის იწყება ლექციები? / როდის მექნება წვდომა კურსის ჯგუფზე?

თუ თქვენ ჩაერთვებით ონლაინ, ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი მენეჯერი ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნით ტრენინგზე დასასწრებ/შემოსასვლელ ბმულს.   

  • კურსის განმავლობაში დამჭირდება თუ არა ლეპტოპი/კომპიუტერი და როგორ?

თუ აუდიტორიაში ესწრებით ლექციას მაშინ კურსისთვის საჭირო კომპიუტერი/ლეპტოპი დაგხვდებათ საკლასო ოთახში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუდიტორიაშიც წამოიღოთ თქვენი პირადი ლეპტოპი.

თუ თქვენ აირჩევთ ტრენინგის ონლაინ სწავლების მეთოდს, მაშინ დაგჭირდებათ სტანდარტული ლეპტოპი/კომპიუტერი.

  • იქნება თუ არა კურსზე საშინაო დავალება?

დიახ, კურსის წარმატებით გავლა დამოკიდებულია საშინაო დავალების შესრულებაზე. ჩვენი პედაგოგები გირჩევენ შეასრულოთ ყველა საშინაო დავალება.

  • გაკეთდება თუ არა გაკვეთილების ჩანაწერი?

დიახ, ჩანაწერი კეთდება და ხელმისაწვდომია მსმენელებისათვის კურსის განმავლობაში. თუმცა, დასწრება მნიშვნელოვანია კურსის წარმატებით გასავლელად.

  • კურსის დასრულების შემდგომ მივიღებ თუ არა სერთიფიკატს?

კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს. სერთიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია ფინალური გამოცდის ან/და პროექტის შესრულება. შესასრულებელი სამუშაოს საბოლოო ვადა განისაზღვრება ლექტორის მიერ.

  • გასცემთ თუ არა კურსის დასრულების შემდგომ დასაქმების გარანტიას?

ჩვენ კურსდამთავრებულებს მაქსიმალურად ვეხმარებით დასაქმების პროცესში. კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში გაწვდით ინფორმაციას, ასევე გაგიწევთ რეკომენდაციას. თუმცა, არსებული გარემოს გათვალისწინებით ვერ მოგცემთ ჩვენი მხრიდან თქვენი დასაქმების აბსოლუტურ გარანტიას.

  • ვის მივმართოთ თუ რაღაც არ იხსნება, არ იტვირთება ან არ მუშაობს?

ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს ლექტორს. ასევე, ნებისმიერი საორგანიზაციო კითხვისთვის დაგვიკავშირდით (+995) 571 381 166 / (+995) 591 339 884/ (+995) 595 511 355 .

სხვა კურსები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association