კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პარტნიორობა Bit Sentinel-თან

სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის და ერთ-ერთი გლობალური კიბერ უსაფრთხოების ორგანიზაციის Bit Sentinel-ს შორის შედგა ექსკლუზიური თანამშრომლობა. თანამშრომლობის ფარგლებში ასოციაცია ხდება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გლობალური კიბერ უსაფრთხოების ორგანიზაციის  BIT SENTINEL- ის ოფიციალური ექსკლუზიური წარმომადგენელი რეგიონში. ამასთან ერთად პარტნიორობა მოიცავს მჭიდრო თანამშრომლობას DefCamp – თან, რომელიც ევროპაში დღეისთვის ერთ-ერთ მასშტაბურ კიბერ უსაფრთხოების ღონისძიებას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ხდება ხელმისაწვდომი პრაქტიკული პროექტები საგანმანათლებლო კიბერ უსაფრთხოების და ჰაკინგის პლატფორმაზე CyberEdu. თანამშრომლობა ორიენტირებულია ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავებაზე და ეთიკური ჰაკინგის და კიბერ უსაფრთხოების ახალი პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე.  აღსანიშნავია, რომ BIT Sentinel-თან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება კადრების შესაბამისი ოფიციალური სერტიფიკაციისთვის მომზადება.

 

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია:

  • CyberEdu-ს გუნდთან თანამშრომლობით ახალი შეღწევადობის ტესტირების ტრენინგების შემუშავება;
  • კიბერ უსაფრთხოების ახალი სასწავლო კურსების შემუშავება;
  • კიბერ უსაფრთხოების კურსების და ტრენინგების ჩატარება;
  • კიბერ უსაფრთხოების პროექტების მოზიდვა და შესრულება;
  • ტრენინგების მონაწილეების ოფიციალური სერტიფიკაციისთვის მომზადება;
  • სამეცნიერო-პრაქტიკული ღონისძიებების ორგანიზება;
  • ჰაკათონების და შეჯიბრების ორგანიზება რეგიონის მასშტაბით;

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association