კონფერენცია “კიბერუსაფრთხოების მომავალი ექსპერტი“

კონფერენცია “კიბერუსაფრთხოების მომავალი ექსპერტი“

“ევროპულ სკოლაში,“ ჩატარდება სამეცნიერო-პრაქტიკული კიბერუსაფრთხოების კონფერენცია, სადაც მომხსენებლებთა შორის პირველად, კიბერუსაფრთხოების წამყვან ექსპერტებთან და კრიპტოგრაფებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეებიც.

კონფერენციის დელეგატები წარადგენენ მოხსენებებს კიბერუსაფრთხოებასა და პოსტ-კვანტურ კრიპტოგრაფიაში არსებულ აქტუალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. კონფერენცია ორგანიზებულია სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) და “ევროპული სკოლის” მიერ.

ღონისძიების ფარგლებში წარდგენილი თემები გამოქვეყნდება თეზისების კრებულში, ხოლი სრული სტატიები – სამეცნიერო-პრაქტიული კიბერუსაფრთხოების ჟურნალში (SPCSJ).

სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციასა (SCSA) და “ევროპულ სკოლას“ შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი.

თემები და მომხსენებლები:

სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის მიზნები და აქტივობები
გიორგი იაშვილი – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია (SCSA)

იბერუსაფრთხოების ეთიკა მასწავლებლებისთვის
მაქსიმ იავიჩი – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია (SCSA)

კიბერჰიგიენა პედაგოგებისა და სკოლის უსაფრთხოების მუშაკებისთვი
ანდრო გოცირიძე – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

კიბერბულინგი
დავით ნოზაძე – ევროპული სკოლა

კიბერუსაფრთხოება: მომავლის პროფესია, რომელსაც მსოფლიო მოითხოვს დღეს
ჯერემი ტოლეტი – ISSP

ახალი კრიპტოსისტემა
ზუკა ქევანიშვილი – ევროპული სკოლა

თანამედროვე კრიპტოსისტემები
გიორგი ჩახნაშვილი – ევროპული სკოლა

კვანტური გასაღების გავრცელება
სანდრო ლომაძე-გაბიანი – ევროპული სკოლა

ხელოვნური ინტელექტი
გიორგი იმნაიშვილი- ევროპული სკოლა

 

დამატებითი ინფორმაციისთვის: info@scsa.ge

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association