ლექციების მოდული Lille Catholic University – ში, საფრანგეთი

ლექციების მოდული Lille Catholic University – ში, საფრანგეთი

სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა, მაქსიმ იავიჩმა ჩაატარა ლექციების მოდული საფრანგეთში, Lille Catholic University- ში. ” Erasmus +” პროექტის ფარგლებში მან ჩაატარა 8 ლექცია შემდეგ თემებზე: რიცხვების წარმოდგენა, შესავალი კიბერ უსაფრთხოებაში, ქსელური უსაფრთხოება, საზოგადო გასაღების კრიპტოგრაფია და შესავალი პოსტ-კვანტურ კრიპტოგრაფიაში. ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი მართლაც ძალიან ძველი, თუმცა ინფრასტრუქტურულად განვითარებული სასწავლო დაწესებულებაა და ასევე გააჩნია კიბერ უსაფრთხოების ლაბორატორიაც. მობილობის ფარგლებში, ლექციების გარდა ასევე დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები ადგილობრივ ლექტორებსა და მკვლევარებთან, ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. 

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association