SCSA პრეზიდენტი – 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი

SCSA პრეზიდენტი – 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი

10 დეკემბერს, თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დასახელებული წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერებსა და მეცნიერთა ჯგუფების დაჯილდოება. ტექნოლოგიებსა და საინჟინრო მეცნიერებებში მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდო გადაეცა სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტს პროფესორ მაქსიმ იავიჩს. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ კონკურსის გზით.

ცერემონიას ესწრებოდნენ: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი – პროფესორ ზვიად გაბისონია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე – ირინა აბულაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – მარიამ ჯაში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი – დავით ლორთქიფანიძე. შეხვედრას ესწრებოდნენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულების რექტორები, კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების ხელმძღვანელები. ასევე ცერემონიას ესწრებოდა სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის გუნდი სრული შემადგენლობით.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association