Microsoft Azure უსაფრთხოების ინჟინერია

შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 საათი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორი:

არჩილ შენგელია – Cisco ქსელური აკადემიის ინსტრუქტორი, SCSA-ლექტორი, კიბერ უსაფრთხოებაში Fortinet-ის სერტიფიცირებული წევრი.

კურსის ანოტაცია:

კურსი განკუთვნილია IT უსაფრთხოების პროფესიონალებისათვის. კურსი მსმენელებს მისცემს უსაფრთხოების მდგომარეობის შენარჩუნების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და გამოსწორებისათვის საჭირო ცოდნას. კურსი ასევე მოიცავს სისტემაში იდენტიფიცირების, წვდომის, უსაფრთხოების პლატფორმის, მონაცემებისა და აპლიკაციების, უსაფრთხოების ოპერაციების შექმნისთვის საჭირო ცოდნას.

კურსი განკუთვნილია Azure-თან მომუშავე უსაფრთხოების ინჟინრებისთვის, რომლებიც მუშაობენ სისტემური უსაფრთხოების მიმართულებით. კურსი ასევე საინტერესოა ინჟინრებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან Azure-ზე დაფუძნებული ციფრული პლატფორმების უსაფრთხოების უზრუნველყოფითა და ორგანიზაციის მონაცემთა დაცვით.

კურსის წინაპირობა:

კურსზე დაშვებისათვის მსმენელს უნდა ჰქონდეს გავლილი Microsoft Azure-ს საფუძვლები.

კურსის წარმატებით დასრულებისას თქვენ შეძლებთ:

  • Azure-ს არქიტექტურული კომპონენტების და სერვისების აღწერას, როგორებიცაა ქსელები, მეხსიერება და მართვა;
  • ასევე შეძლებთ Azure-ს მახასიათებლების კონფიგურაციას და უსაფრთხოების, მართვის და ადმინისტრირების სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებას;
  • Azure-ს გამოყენებით კომპანიისთვის უსაფრთხოების სისტემის შექმნას, შეცვლას და მართვას;
  • სისტემაში არსებული მოწყვლადობების იდენტიფიცირებას, პრობლემების აღმოფხვრას და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, SCSA-ს მიერ გაცემულ სერთიფიკატთან ერთად მიიღებთ Microsoft-ის მიერ გაცემულ სერთიფიკატს. ასევე, ეს კურსი დაგეხმარებათ Microsoft-ის AZ-500 (Azure-ს ასოცირებული უსაფრთხოების ინჟინრის) სერთიფიკატისთვის მომზადებაში.

ჩატარების ტიპი: online/offline

კურსის საფასური:

  • წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 250 ლარი (გადახდა -ის ჩათვლით)

          წინასწარი რეგისტრაციის საფასური SCSA წევრებისთვის: 150 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

  • სტანდარტული ფასი: 300 ლარი (გადახდა -ის მერე)

          სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 200 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

 

რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

თემა 1 – იდენტობა (2 საათი)

საკითხები: Manage identities in Microsoft Entra ID.

თემა 2 – იდენტობა და წვდომის მართვა (2 საათი)

საკითხები: Manage authentication by using Microsoft Entra ID.

თემა 3 -წვდომის მართვა (2 საათი)

საკითხები: Manage authorization by using Microsoft Entra ID; Manage application access in Microsoft Entra ID.

თემა 4 – უსაფრთხო ქსელები (2 საათი)

საკითხები: Plan and implement security for virtual networks.

თემა 5 – უსაფრთხო ქსელები (2 საათი) 

საკითხები: Plan and implement security for private access to Azure resources; Plan and implement security for public access to Azure resources.

თემა 6: უსაფრთხო სისტემები(Secure Compute) (2 საათი)

საკითხები: Plan and implement advanced security for compute.

თემა 7: მეხსიერება და მონაცემთა ბაზები (2 საათი)

საკითხები: Plan and implement security for storage; Plan and implement security for Azure SQL Database and Azure SQL Managed Instance.

თემა 8: უსაფრთხოების ოპერაციების მართვა (2 საათი)

საკითხები: Plan, implement, and manage governance for security.

თემა 9: უსაფრთხოების მდგომარეობის მართვა (2 საათი)

საკითხები: Manage security posture by using Microsoft Defender for Cloud; Configure and manage threat protection by using Microsoft Defender for Cloud.

თემა 10: უსაფრთხოების ღრუბლოვანი კონფიგურაცია (2 საათი)

საკითხები: Cloud Configure and manage security monitoring and automation solutions.

პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი დამწყებთათვის?

არა, საჭიროა გქონდეთ Microsoft Azure-თან მუშაობის გამოცდილება და საფუძვლების შესახებ ცოდნა. 

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი პროფესიონალებისთვის/დამწყები სპეციალისტებისთვის? 

დიახ, შესაფერისია. კურსი სპეციალურადაა შექმნილი იმ სტუდენტების ცოდნის გასაღრმავებლად, რომლებსაც უკვე აქვთ IT უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. 

  • ვმუშაობდი IT უსაფრთხოების მიმართულებით, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ცოდნაში. იქნება თუ არა ეს კურსი ჩემთვის სასარგებლო?

გირჩევთ გადაამოწმოთ პროგრამა – თუ თემების უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ საკმარისად კარგად აითვისებთ მასალებს, თუ არა – გირჩევთ, გაიაროთ კურსი ჩვენთან. ასევე, ჩვენს მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ გაგიწიონ სატელეფონო კონსულტაცია და დაგეხმარონ თქვენთვის საუკეთესო, თქვენზე მორგებული ტრენინგის შერჩევაში.

  • რა მოხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში. სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. გადახდის შემდეგ თქვენ დაემატებით მონაწილეთა სიას. ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ კურსის დაწყების თარიღს და შეუერთდეთ თქვენს ჯგუფს.

  • როგორ უნდა გადავიხადო კურსის საფასური?

რეგისტრაციის შემდეგ,  სამუშაო დღის განმავლობაში  მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. ასევე, მენეჯერს შეუძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე/მეილზე დეტალების დასაზუსტებლად.

  • შემიძლია თუ არა კურსის საფასურის გადახდა ინვოისით?

რა თქმა უნდა! ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ჩვენთან სასწავლებლად. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ ჩვენს ფინანსურ მენეჯერს, რომ გსურთ ინვოისის მიღება.

  • როგორია კურსის ფორმატი?

კურსი ჩატარდება დისტანციურად: ლაივ რეჟიმში გაკვეთილები ჩატარდება ლექტორის თანხლებით. ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა დაუსვათ შეკითხვა უშუალოდ ლექტორს.

  • როდის იწყება ლექციები? / როდის მექნება წვდომა კურსის ჯგუფზე?

თუ თქვენ ჩაერთვებით ონლაინ, ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი მენეჯერი ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნით ტრენინგზე დასასწრებ/შემოსასვლელ ბმულს.   

  • კურსის განმავლობაში დამჭირდება თუ არა ლეპტოპი/კომპიუტერი და როგორ?

თუ აუდიტორიაში ესწრებით ლექციას მაშინ კურსისთვის საჭირო კომპიუტერი/ლეპტოპი დაგხვდებათ საკლასო ოთახში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუდიტორიაშიც წამოიღოთ თქვენი პირადი ლეპტოპი.

თუ თქვენ აირჩევთ ტრენინგის ონლაინ სწავლების მეთოდს, მაშინ დაგჭირდებათ სტანდარტული ლეპტოპი/კომპიუტერი.

  • იქნება თუ არა კურსზე საშინაო დავალება?

დიახ, კურსის წარმატებით გავლა დამოკიდებულია საშინაო დავალების შესრულებაზე. ჩვენი პედაგოგები გირჩევენ შეასრულოთ ყველა საშინაო დავალება.

  • გაკეთდება თუ არა გაკვეთილების ჩანაწერი?

დიახ, ჩანაწერი კეთდება და ხელმისაწვდომია მსმენელებისათვის კურსის განმავლობაში. თუმცა, დასწრება მნიშვნელოვანია კურსის წარმატებით გასავლელად.

  • კურსის დასრულების შემდგომ მივიღებ თუ არა სერთიფიკატს?

კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს. სერთიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია ფინალური გამოცდის ან/და პროექტის შესრულება. შესასრულებელი სამუშაოს საბოლოო ვადა განისაზღვრება ლექტორის მიერ.

  • გასცემთ თუ არა კურსის დასრულების შემდგომ დასაქმების გარანტიას?

ჩვენ კურსდამთავრებულებს მაქსიმალურად ვეხმარებით დასაქმების პროცესში. კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში გაწვდით ინფორმაციას, ასევე გაგიწევთ რეკომენდაციას. თუმცა, არსებული გარემოს გათვალისწინებით ვერ მოგცემთ ჩვენი მხრიდან თქვენი დასაქმების აბსოლუტურ გარანტიას.

  • ვის მივმართოთ თუ რაღაც არ იხსნება, არ იტვირთება ან არ მუშაობს?

ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს ლექტორს. ასევე, ნებისმიერი საორგანიზაციო კითხვისთვის დაგვიკავშირდით (+995) 571 381 166 / (+995) 595 511 355.

სხვა კურსები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association