შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორი:
თამთა აფთარაული – კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის და SCSA-ს ლექტორი, კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი, IT დახმარების ცენტრის ადმინისტრატორი.
ქეთევანი გრძელიძე – კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, SCSA-ს ლექტორი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
სასწავლო კურსის ანოტაცია:
კურსი განკუთვნილია საქართველოსა და ევროკავშირში პერსონალურ მონაცემთა დაცვით დაინტერესებული პირებისათვის. საქართველოს კანონმდებლობით, 2024 წლის 1 ივნისიდან განისაზღვრა სფეროები, რომელთა წარმომადგენელ კომპანიებსაც აქვთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ყოლის ვალდებულება. შესაბამისად, აღნიშნული კურსი ასევე განკუთვნილია იმ პირთათვის, ვისაც სურს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად დასაქმება ან/და უკვე არსებული ცოდნის გაღრმავება.
კურსის ფარგლებში შეისწავლით საქართველოში მოქმედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონისა და მონაცემთა უსაფრთხოების გენერალური რეგულაციის (GDPR) მოთხოვნებს, მნიშვნელოვან ასპექტებსა და გავრცელების სფეროს. ამავე კურსის ფარგლებში, შეისწავლით პერსონალურ მონაცემთა ტიპებს, მათი დამუშავება/შეგროვების კანონიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის საფუძვლებს.
ამასთან ერთად, კურსი მოიცავს მონაცემთა მინიმიზაციას, მიზნობრიობის შეზღუდვას, სუბიექტთა უფლებებს, ინფორმაციული უსაფრთხოების ტრიადის მნიშვნელობას და ა.შ.
კურსის წარმატებით დასრულებისას შეძლებთ:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემის აუდიტს და შექმნას
- პოლიტიკების გაწერას, მათი კანონმდებლობასა და GDPR-თან შესაბამისობის უზრუნველყოფას
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად დასაქმებას და დამსაქმებლისთვის სრული მომსახურების გაწევას
- მონაცემთა სუბიექტის, დამმუშავებლის, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას, გადაცდომების აღმოფხვრასა და მათზე რეაგირებას.
ჩატარების ტიპი: online
მეცადინეობა დაიწყება 30.04.2025 და ჩატარდება ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 19:00 – 21:00 საათამდე.
კურსის საფასური: 300 ლარი
საფასური SCSA წევრებისთვის: 250 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ