კიბერ ბანაკის პირველი ნაკადი დასრულდა წარმატებით

კიბერ ბანაკის პირველი ნაკადი დასრულდა წარმატებით

დასრულდა საქართველოში პირველი კიბერ უსაფრთხოების ბანაკის პირველი ნაკადი. კიბერ ბანაკის ჩატარების ადგილი იყო ბაკურიანი. საბანაკე პროგრამა მიმდინარეობდა 8 დღის მანძილზე. ამ პერიოდში ბანაკის მონაწილეებმა გაიარეს ინტენსიური კურსი კიბერ უსაფრთხოებაში. სასწავლო მოდული მოიცავდა კიბერ უსაფრთხოების ძირითად საგნებს და აგრეთვე დამატებით საგნებს. მთლიანი სწავლის პროცესი იყო აგებული პრაქტიკულ მუშაობაზე და მოსწავლეები სიამოვნებით ერთვებოდნენ ამა თუ იმ კიბერ უსაფრთხოების აქტივობებში.  

კიბერ უსაფრთხოების ბანაკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იყო კიბერ შეჯიბრი. ამ შეჯიბრის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა წარმოადგინეს თავიანთი პროექტები. ასევე, შეჯიბრის ერთ-ერთი ეტაპი იყო კიბერ უსაფრთხოების კითხვების მთელი ბლოკი. 

ძირითადი სასწავლო მოდულის გარდა, პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა სახალისო საბანაკე აქტივობებს, რამაც განაპირობა მეგობრული და გახსინლი გარემო მთერი პროგრამის მანძილზე.  

კიბერ უსაფრთხოების ბანაკის პირველი ნაკადის შესახებ გამოქვეყნდა სტატია კიბერ კვირის მიერ:  http://cyber.kvira.ge/29030/

ამ ეტაპისთვის გახსნილია რეგისტრაცია კიბერ ბანაკის რიგით მეორე ნაკადზე, რომელიც ჩატარდება 2 აგვისტოს! 

დეტალური ინფორმაცია: https://scsa.ge/ka/კიბერ-ბანაკი/

რეგისტრაცია მეორე ნაკადზე: https://scsa.ge/ka/რეგისტრაცია-კიბერ-ბანაკი/

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association